რატომ სურს ზურაბიშვილს 16 ივნისს შეკრება და 20 ივნისის აქციის გადადება
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / FB
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 16 ივნისს შეიკრიბონ და ევროკავშირს მოსახლეობის ევროპული არჩევანი აჩვენონ. ამავდროულად, ის ურჩევს 20 ივნისის ორგანიზატორებს, აქცია გადადონ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილი შეკრებას აანონსებს.
- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ევროპიდან კრიტიკული გზავნილების ფონზე, მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, რასაც ისედაც აპირებდნენ სამოქალაქო აქტივისტები.
- 20 ივნისის აქციები გავრილოვის ღამის შემდეგ ყოველწლიურად იმართება —მოქალაქეები ანტისაოკუპაციო ლოზუნგებს აჟღერებენ და ადასტურებენ ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ.
რატომ გეგმავს 16 ივნისის შეკრებას: ზურაბიშვილ სურს, საღამოს 7 საათზე, ევროპის მოედანზე მივიდეს ყველა, რათა ერთიანობა და ქვეყნის ნება ვაჩვენოთ. პრეზიდენტმა განმარტა, რომ პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება.
- "ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე — მე, თქვენ და ნებნისმიერი, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე".
- "მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად. ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ შემოგვიერთდნენ".
- "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე".
რატომ უნდა 20 ივნისის აქციის გადადება: ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკრება "ბევრ საფრთხეს უკავშირდება" და თუ ორგანიზატორები დაფიქრდებიან, შესაძლოა, გადაიდოს.
- მისი თქმით, ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის".
- "ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ. თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე შემიძლია მივმართო თხოვნით, თუ ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგელობა იქნება, რამეთუ დემონსტირების უფლება უნდა იყოს დაცული".
რა იგეგმება 20 ივნისს: სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ორგანიზებით, საღამოს 8 საათზე მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტთან, რის შემდეგაც მსვლელობით წავლენ ევროპის მოედნისკენ.
- შეკრებილებს მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
- პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით იმუქრებიან, თუმცა ამტკიცებენ, თითქოს შორიახლოს იქნებიან და მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, თუ "დაძაბულობა იქნება".
რას ამბობდა მთავრობა: პრემიერმინისტრმა ტრადიციული რიტორიკით აღნიშნა, თითქოს აქციას ნაციონალური მოძრაობა მართავს და ამით დისკრედიტაცია სცადა. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა "კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით" დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას.
- "ახლა ე.ი. ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია თითქოს ევროკავშირში რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით".
- "მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ".
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები