Etsy და The Trade Desk — სწრაფად მზარდი 2 ტექნოლოგიური აქცია, რომელსაც უნდა დააკვირდე
ფოტო: mahdis mousavi / Unsplash
Fortune ყოველწლიურად აქვეყნებს 100 ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სიას. რეიტინგი დაფუძნებულია იმ კომპანიების მოგების, შემოსავლის, აქციების ამონაგებისა და სხვა მაჩვენებლებზე, რომლებიც აშშ-ის ბირჟებზე ვაჭრობენ.
2021 წლის ანგარიშში კომპანიებმა Etsy (ETSY) და The Trade Desk (TTD) მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი იმ ორ ტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენენ, რომლებიც ყველაზე სწრაფად იზრდებიან.
Etsy (ETSY)
Etsy ელექტრონული კომერციის სექტორში ოპერირებს, სადაც მას საკუთარი ნიშა უკვე გამოკვეთილი აქვს. მისი ონლაინ ბაზარი უნიკალურ და კრეატიულ კონტენტზეა ორიენტირებული. სწორედ ეს დაეხმარა კომპანიას, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაეფიქსირებინა.
Etsy-ის ეკოსისტემის ძირითადი საყრდენი მისი 5,3 მილიონი გამყიდველია. სწორედ ეს არის მთავარი განმსაზღვრელი იმისა, რომ პლატფორმაზე მრავალფეროვანი ბაზარი გხვდებათ. აქ ნახავთ როგორც სახლის ავეჯსა და ტანსაცმელს, ისე ხელნაკეთ ნივთებსა და კოსმეტიკას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში Etsy-მ მყიდველების სია გააორმაგა. ამჟამად პლატფორმაზე აქტიური მყიდველების რიცხვი 90 მილიონს აღწევს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს კომპანიის შესაძლებლობას, განავითაროს საკუთარი ბიზნესი.
ფინანსური თვალსაზრისით, Etsy-მ პანდემიის პერიოდში მეტად კარგ შედეგებს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლისთვის ზრდა შენელდა, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მაინც კარგად გამოიყურება. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 35%-ით, 2,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ერთ აქციაზე მოგებამ 30%-იანი ზრდით 3,41 დოლარი შეადგინა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში Etsy-ის აქციების ფასი 77%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიას შესწევს უნარი, სამომავლოდაც გააგრძელოს ზრდა, რაც მის ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.
The Trade Desk (TTD)
The Trade Desk ერთგვარი პლატფორმაა, სადაც მარკეტერები ქმნიან და მართავენ ციფრულ სარეკლამო კამპანიებს. ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტში სარეკლამო ხარჯები იზრდება, რაც, მათ შორის, ამ კომპანიის წარმატებაზეც აისახება.
2021 წელს კომპანიის შემოსავალი 43%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი 26% იყო. ამასთან, 2014 წლისთვის The Trade Desk-ის შემოსავალი მხოლოდ 45 მილიონ დოლარს უტოლდებოდა.
ექსპერტების შეფასებით, ციფრულ სამყაროში რეკლამას დიდი მომავალი აქვს. უკვე გამოკვეთილია მისი უპირატესობები და ბაზარი ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე მუშაობს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში The Trade Desk-ის აქციების ფასი 217%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რეკლამების 64,4% ციფრულ არხებზე გადავიდა — ეს მონაცემი 2019 წლისთვის 52,1% იყო. თუ დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ინტერნეტ-რეკლამას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ეს აძლევს ანალიტიკოსებს იმის თქმის საფუძველს, რომ The Trade Desk სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები