საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა
საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. განსაკუთრებით კი რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. სწორედ ამ მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ცნობილი მწერლის, დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა, რომელმაც ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ. მწერალმა ისაუბრა განათლების, თავისუფლების მნიშვნელობაზეც, უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის ბოლოს კი სპიკერმა ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გადასცა და მათზე სამახსოვრო ავტოგრაფებიც გააკეთა.
"ძალიან სასიამოვნო ვიზიტი შედგა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის იდეათეკაში და მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, იდეათეკა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კითხვა და ლიტერატურა ისედაც უყვარდა, არამედ ზოგადად, ახალქალაქის ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ასეთ გარემოში უბრალოდ ყოფნაც კი სასიამოვნო და სასარგებლოა. მჯერა სივრცე იმ ადამიანებსაც მიიზიდავს, ვინც ჯერ არ იცის რომ წიგნზე კეთილი, კარგი და ტკბილი გამოგონება, ამ სამყაროში არ არსებობს", — განაცხადა დათო ტურაშვილმა.
"საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას. აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნაზე. სწორედ ასეთ, ახლადგახსნილ სივრცეში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა დათო ტურაშვილის შეხვედრა მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სპიკერი შევახვედროთ ახალგაზრდებს, მხარი დავუჭიროთ რომ იდეათეკაში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, მათთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა, წიგნის კითხვა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ახლადგახსნილმა იდეათეკამ უკვე პირველ ლექციას უმასპინძლა და იმედი გვაქვს, ეს სივრცე კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილი გახდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ "იდეათეკების" განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები — იდეათეკები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები უკვე გაიხსნა ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, დუისში, თბილისში. ამ რიცხვს სულ ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. უკვე 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
კომენტარები