IDFI: საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს
ფოტო: On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს. საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.
IDFI ყურადღებას ამახვილებს როგორც პროექტის დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. On.ge გთავაზობთ მათ შეფასებებს:
- "პროექტში ასახულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის შეთავაზებული ინიციატივები, რომლებიც შეეხება „კარგი ადმინისტრირების“ სახელმძღვანელო პრინციპისა და ინტერნეტის თავისუფლად სარგებლობის უფლების დამატებას. პროექტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გაცემას, როდესაც ინფორმაციის მიღებაზე არსებობს საჯარო ინტერესი.
- კონსტიტუციით განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ეს ცვლილება ხელოვნური მიზეზებით პოლიტიკური ქულების დასაწერად იქნა გამოყენებული, რაც არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს ქვეყანაში.
- სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ სიახლეს ჩრდილს აყენებს გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების არაპროპორციული წესი, მით უმეტეს იმ პირობებში როცა საარჩევნო ბარიერი არ მცირდება და საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.
- პროექტით მცირდება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ქვორუმის ოდენობა. კერძოდ, კომისიის შესაქმნელად საჭირო იქნება 50 და არა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ამასთან პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება წელიწადში ერთხელ წარდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აღნიშნული ცვლილებები აძლიერებს პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებს, რაც მისასალმებელია.
- პროექტით მარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია
- შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია დაკომპლექტდება 300 ხმოსანით, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ წარდგენილი პირები.
- პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და იგი თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპებს, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელისუფლების დაბალანსებისთვის.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, თუმცა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღების პარალელურად.
- პროექტით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლებამოსილება ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობაზე იმსჯელოს, ამასთან იკრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული.
- პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება წინგადადგმული ნაბიჯია ამ უწყების დეპოლიტიზებისთვის.
- პროექტი ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციის გასაფართოებლად და მათი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
- ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება მნიშვნელოვანია და მას აქვს არამარტო დეკლარაციული და სიმბოლური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც.
IDFI-ის შეფასებებს უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები