რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების შემდეგ: უკრაინაში 2 მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები შემცირდება
სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა, რის შემდეგაც რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის 2 მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. მათი თქმით, ისინი შეამცირებენ საბრძოლო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
თავდაპირველად დელეგაციის ხელძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, ეს ნაბიჯები ეხება პოლიტიკურ და სამხედრო ნაწილებს, რომლიდანაც პოლიტიკურს ის განიხილავდა, სამხედროს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი ნდობის ამაღლებისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და საბოლოო მიზნის მიღწევის — შეთანხმების ხელმოწერისთვის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადიკალურად, რამდენჯერმე შემცირდეს სამხედრო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
იმედი გვაქვს, კიევში მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები და შეიქმნება პირობები შემდგომი ნორმალური მუშაობისთვის. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დამატებით დეტალებს ჩვენი დელეგაციის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გაავრცელებს", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კიდევ რა თქვა რუსულმა დელეგაციამ
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მედინსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, რუსულმა მხარემ უკრაინიდან განსახილველად მიიღო "მათი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია შეთანხმებაში ჩართვასთან დაკავშირებით" და ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, როცა შეატყობინებენ პუტინს.
მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი თქმით, ეს ვერსია იძლევა დამატებით შესაძლებლობებს პოლიტიკური ნიუანსების განხილვისთვის.
მნიშნველოვანია ისიც, რომ მედინსკის თქმით, უკრაინის წინადადებები გულისხმობს, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
"ჩვენ მივიღეთ უკრაინული მხარისგან წერილობითი წინადადადებები, რომელიც ეხება ნეიტრალურ სტატუსს, უბლოკო სტატუსს, სამხედრო ბაზების განთავსებასა და უცხოური ჯარების განთავსებაზე უარის თქმას, მასობრივი განადგურების ყველა სახის იარაღის წარმოებასა და განთავსებაზე უარის თქმა, მათ შორის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის", — განაცხადა მან.
რა თქვა უკრაინის დელეგაციამ
შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიან განაცხადა, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ, ხელშეკრულება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იყოს ქმედითი და არა ისეთივე ფურცელი, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ არაფერზე მოუწერიათ ხელი და ეს შეთავაზებაა.
"ჩვენ გვინდა, რომ იყოს მოქმედი საერთაშორისო მექანიზმი უკრაინისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებით, სადაც გარანტი ქვეყნები ნატოს მე-5 მუხლის ანალოგის მიხედვით იმოქმედებენ, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი, რადგან არსებობს მოტივაციის მექანიზმი. ჩვენ ვამბობთ — კონსულტაციები უნდა გაიმართოს სამ დღეში, ეს შეიძლება იყოს აგრესია, ჰიბრიდული ომი, ნებისმიერი ფორმატით შენიღბული ომი.
ამის შემდეგ გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება შეიარაღებული ძალებისთვის, იარაღის, დახურული ცის სახით — ყველაფერი, რაც ახლა ძალიან გვჭირდება და ვერ ვიღებთ", — განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, გარანტორებს შორის ხედავენ გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი, ისრაელი).
არახამიამ აღნიშნა ისიც, რომ აქვთ გადაუჭრელი საკითხები ორდლოსა და ყირიმთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაცია სთავაზობს რუსეთს შეთანხმების ცალკეულ პუნქტში დააფიქსიროს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსის საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებებით 15 წლის განმავლობაში გადაწყდება. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკმა ასევე დაამატა, რომ ცალკე პუნქტში უკრაინა სთავაზობს რუსულ მხარეს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, არ გამოიყენონ სამხედრო ან შეიარაღებული ძალები ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად.
უკრაინის დელეგაცია ვარაუდობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედს პირდაპირ მოლაპარაკებებში გაადწყვეტენ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები