პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნეიტრალიტეტის საკითხი საერთოდ არ დგას. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დაიწყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ კარგად ვიცით, საიდან დაიწყო ნეიტრალიტეტის საკითხზე მსჯელობა — 17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის მერე წამოვიდა, ისე დადგა და შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ სპიკერების მხრიდან, სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი, "კი და არა" და ვხედავთ, რამხელა ემოციებზე გადის, მათ შორის, მედიაში ეს საკითხი, არადა საკითხი საერთოდ არ დგას", — თქვა პაპუაშვილმა.

ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის განაცხადებით კი ეს "გარედან შემოგდებულია" თემაა და მასზე მსჯელობა ქვეყნისთვის საშიშია.

17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ იგეგმება პროვოკაცია, რომელიც ოპოზიციას დაბრალდება. ის ამბობდა, რომ ამის შემდეგ, რუსეთი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რასაც, მისი თქმით, ხელისუფლება დათანხმდება.

ამავე თემაზე: