CBS International Business School განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ფოტო: LEAF
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-ის და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12 საათიდან 17 საათამდე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვები.
გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
ფოტო: LEAF
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის, CBS International Business School-ის (სი-ბი-ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთ შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში. ამჯერად უნივერსიტეტი ვირტუალურად ბრუნდება პოტენციურ სტუდენტებთან შესახვედრად.
CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს გერმანიაში, ქალაქ კელნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. ის გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია "თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანაა". მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კელნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების, დაახლოებით, 1 900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.
უნივერსიტეტი აპლიკანტებს საბაზისო მოსამზადებელ, ეგრეთ წოდებულ Foundation, პროგრამასაც სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში — 2. გამონაკლისია საერთაშორისო MBA-ს დაჩქარებული პროგრამა, რომელიც 1 წელი გრძელდება.
საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:
- ფინანსები და მართვა
- ბიზნეს ფსიქოლოგია
- საერთაშორისო ბიზნესი
- საერთაშორისო ტურიზმი
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
- ბიზნეს ფსიქოლოგია
- ციფრული მარკეტინგი
- საერთაშორისო ბიზნესი
- გლობალური ფინანსები
სწავლის საფასური მოსამზადებელ პროგრამაზე არის 10 500 ევრო. საბაკალავრო პროგრამებზე ფასი 13 800 ევროდან 14 500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე — 14 500 ევროდან 23 000 ევრომდე წელიწადში.
CBS დაფინანსებას ხელმისაწვდომს ხდის ევროკავშირის არაწევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი სტუდენტებისათვის. ამისთვის წინასწარ უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს ამჟამად ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ერთჯერად 3000-ევროიან თანადაფინანსებაზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს, შუადღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ამისთვის კი, მიჰყევით ბმულს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები