გოგოხია: ზუგდიდში ალტ ინფოს წარმომადგენლები მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
მთავარი არხის ჟურნალირსტი აცხადებს, რომ ზუგდიდში ალტ ინფოს ოფისში დაახლოებით 15 ადამიანი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა. მისი თქმით, ალტ ინფოს ოფისთან იღებდნენ იმას, თუ როგორ შლიდნენ უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ქალაქის მერიის დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომლები, რა დროსაც მას და მის ოპერატორს თავს დაესხნენ.
"ალტ ინფოს ოფისში ვიყავით გადაღებაზე და ვცდილობდით ოფისის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩაწერას, ამ დროს გვერდით დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა და ორგანიზებულად გადმოვიდნენ მანქანიდან. ისინი კასტეტებით იყვნენ შეიარაღებული და თავს დაგვესხნენ. ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი უმოწყალოდ სცემდა. ამას საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა. მას შემდეგ ჩაერთო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რაც უბრალოდ, მოქალაქეებმა გაიგეს ხმაური და ჩვენს შველას შეეცადნენ. შემდგომ, უკვე მოგვიანებით მე შევძელი განმეხორციელებინა 112-ში ზარი, რის შემდეგაც პოლიციაც მოვიდა შემთხვევის ადგილზე. დაკავებულია რამდენიმე პირი, მაგრამ არა ყველა", — ამბობს ის.
გოგოხიას თქმით, თავდამსხმელების მთავარი სამიქნე იყო კამერა და ისინი ერთმანეთს სწორედ იმაზე მიუთითებდნენ, რომ დაემტვრიათ აპარატურა.
"მათი სამიზნე იყო კამერა, ისინი ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ აპარატურა დაემტვრიათ და ასევე, გაეტაცებინათ კამერა. სავარაუდოდ, ჩვენი კამერა სამიზნე იმიტომ გახდა, რომ ჩენ დავაფიქსირეთ ალტ ინფოს ოფისზე დახატული უკრაინის დროშა და წარწერები ჰქონდათ უცნობ პირებს გაკეთებული და ამ წარწერას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აიპი, ანუ მერიას დაქვემდებარებული აიპის თანამშრომლები ასუფთავებდნენ სასწრაფო წესით. მათ ჰქონდათ სპეციალური სითხეები მოტანილი და დაახლოებით 6 თანამშრომელს, რომლებიც ამას სასწრაფოდ ასუფთავედნენ, ისეთ დროს მივუსწარით, კადრები გადავიღეთ", — ამბობს ემა გოგოხია.
ჟურნალისტის თქმით, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა, თუმცა არა ყველა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები