განათლების საერთაშორისო გამოფენაზე EU ბიზნეს სკოლასაც შეხვდებით
ფოტო: LEAF
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით, ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელიც 13 ქვეყნიდან 15 უნივერსიტეტს უმასპინძლებს. დაინტერესებულ პირებს გამოფენაზე საშუალება ექნებათ, წარმოდგენილი უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან კონსულტანტები LEAF-დან, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრიდან, რომელიც საქართველოში 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელია.
ფოტო: LEAF
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
EU ბიზნეს სკოლა, წარსულში ცნობილი, როგორც ევროპის უნივერსიტეტი, შვეიცარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ჟენევაში დაარსდა. უნივერსიტეტს კამპუსები აქვს კამპუსები მონტროში (შვეიცარია), ბარსელონასა (ესპანეთი) და მიუნხენშიც (გერმანია). უნივერსიტეტს ასევე აქვს დისტანციური (ონლაინ) სწავლების პროგრამები როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. სტუდენტი დიპლომს დისტანციური სწავლის შემთხვევაშიც იღებს
სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ოთხივე კამპუსში ისწავლება, რაც ბაკალავრიატის სტუდენტებს 3 წლის მანძილზე ერთ უნივერსიტეტში სწავლის საშუალებას ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში აძლევს.
მაგისტრატურისა და MBA პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელია. სწავლის დაწყება ოქტომბერში, იანვარში, ან მარტშია შესაძლებელი. ბაკალავრიატის შემთხვევაში, სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, სწავლის დაწყება კი სტუდენტებს ოქტომბერში ან იანვარში შეუძლიათ. EU ბიზნეს სკოლას ასევე აქვს საბაზისო, ე.წ. Foundation კურსი მათთვის, ვისაც სადიპლომო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე ინგლისურის ან სხვა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სურს.
უნივერსიტეტში შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:
● ბიზნეს ადმინისტრირება
● კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
● ტურიზმის მართვა
● საერთაშორისო ურთიერთობები
● სპორტის მართვა
● ციფრული ბიზნესი, დიზაინი და ინოვაცია
● ბიზნეს ფინანსები.
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
● მართვა
● მარკეტინგი
● ფინანსები
● ტურიზმის მართვა
● ციფრული ბიზნესი
● მოდის ბიზნესი
● ბიზნეს ანალიტიკა და მონაცემთა ანალიზი
ბაკალავრიატის საფეხურზე გერმანიასა და ესპანეთში სწავლის საფასური წელიწადში 12 900 ევროა, შვეიცარიაში — 27 600 შვეიცარული ფრანკი. რაც შეეხება მაგისტრატურას, ესპანეთსა და გერმანიაში სწავლის გადასახადი წელიწადში 13 800 ევროა, შვეიცარიაში კი — 28 800 შვეიცარული ფრანკი.
უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა თეორიული ცოდნის სტუდენტებისათვის გაზიარებას, მაგრამ ნებისმიერ პროგრამაში ხაზგასმულია სწავლის პრაქტიკული ასპექტიც. სტუდენტები ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე, დადიან სხვადასხვა კომპანიაში და ეცნობიან მათ საქმიანობას. მათი პროფესორები დასაქმებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიაში და აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ თეორიული ცოდნა სამუშაო გამოცდილებასთან. ბიზნეს სამყაროში ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და გამოყენებადი.
ღონისძიებაზე გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ მას. განათლების საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს, შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე ჩატარდება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://logos.edu.ge/leaf/
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები