ცნობილი უკრაინელი მწერალი სერჰი ჟადანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
ფოტო: Book Arsenal
თანამედროვე უკრაინელი მწერალი, სერჰი ჟადანი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიამ ნობელის პრემიაზე წარადგინა ლიტერატურის დარგში. ინფორმაცია ამის შესახებ აკადემიის ლიტერატურულ მეცნიერებათა კომიტეტმა გაავრცელა.
"ჟადანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უკრაინელი პოეტი და უბადლო პროზის ავტორია", — წერია კომიტეტის განცხადებაში, — "მისი შემოქმედება ითარგმნა უამრავ ენაზე, მან კი მთელ მსოფლიოში არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ნობელის პრემიის შესაფერისი მწერალია. მისი პოეტური ხმა უკრაინელებისთვის წლების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თავისუფალი უკრაინა დიდწილად ჟადანის სიტყვებით საუბრობს, ფიქრობს და ყურადღებით უსმენს მათ. დღეს კი პოეტი ხარკოვშია და იბრძვის".
ამავე განცხადებაში აკადემია გმობს რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას უკრაინაზე.
"კრემლის აგრესიულ ქმედებებს უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართლება არ აქვს", — აღნიშნავენ პოლონელი მწერლები, რომლებიც მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.
მათი თქმით, პოლონეთში ისეთი სივრცის შექმნა სურთ, სადაც უკრაინელი მეცნიერები დროებით მაინც შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას.
"ჩვენი აზრით, ამ სივრცის შექმნაში პოლონეთის უნივერსიტეტები უნდა დაგვეხმარონ", — წერია განცხადებაში.
სერჰი ჟადანი ესწრება ღონისძიებას მწერლების კითხვის თვის ფარგლებში, ვროცლავში, 2015 წელს.
ფოტო: Rafał Komorowski
რაც შეეხება სერჰი ჟადანს, 1974 წელს დაბადებული მწერალი, შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, აქტიურადაა დაკავებული საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც. სტუდენტობიდან მოყოლებული იგი სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის წევრი იყო, ახალი საუკუნის დასაწყისში კი, ნარინჯისფერ რევოლუციაშიც მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს დაწყებული ევრომაიდნის დემონსტრაციების დროს ჟადანი ხარკოვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახლდათ, 2014 წელს, რუსი სეპარატისტების წამოწყებული კონფლიქტის შემდეგ კი, საქველმოქმედო ფონდიც დააფუძნა დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე იგი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზონაში, ხარკოვში, რჩება და კვლავ ჩართულია ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში.
ჟადანის ნაწარმოებები ათობით ენაზეა ნათარგმნი — მათ შორის, ქართულად. ავტორის სამი წიგნი გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღების შემთხვევაში ის პირველი უკრაინელი იქნება, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. აქამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთადერთი ნობელიანტი ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩია, რომელმაც ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დაღდასმულ რეალურ ადამიანებზე ზეპირი ისტორიებით მოჰყვა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები