რუსეთში საკრებულოების 150-ზე მეტმა დეპუტატმა უკრაინაში შეჭრა დაგმო
ფოტო: Ukraine/AFP/Getty Images
150-ზე მეტმა რუსმა დეპუტატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა და განცხადება გაავრცელა. ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, სიაში არიან საკრებულოს დეპუტატები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, დიდი ნოვგოროდი, სამარა და სხვა.
"ჩვენ — ხალხის არჩეული დეპუტატები — უპირობოდ ვგმობთ რუსული არმიის თავდასხმას უკრაინაზე. ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე, რომლის გამართლება არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს", — წერია მიმართვაში.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ უკრაინასთან ომი კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს: ათასობით ადამიანი დაიღუპება და დაშავდება, რუსეთი იზოლირებული იქნება და ფასები გაიზრდება. მიმართვის დასასრულს დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის მოსახლეობას, არ მიიღონ მონაწილეობა აგრესიაში, არ მოიწონონ იგი და არ გაჩუმდნენ.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც თქვა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული რუს ხალხზე და რუსეთის მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ, რომელ გზას აირჩევენ პირადად.
"ყველა, ვისაც რუსეთში სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, დროა, გამოვიდეს და გააპროტესტოს ომი უკრაინასთან", — თქვა ზელენსკიმ.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას.
სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.
გაიგეთ მეტი:
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები