10-11 თებერვალს SEU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
ფოტო: SEU
10-11 თებერვალს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: "ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე".
ეს კონფერენცია არის პირველი ნაბიჯი, როდესაც ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელოვანი ამბიცია და პროცესი შედის აკადემიურ დისკურსში.
საინტერესოა, კლიმატის და ენერგეტიკის სექტორის ამგვარ ევოლუციას რა პოტენციური გავლენა ექნება ერთი მხრივ, საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და ენერგეტიკულ რეფორმაზე და მეორე მხრივ, დეკარბონიზაციის მიმართულებაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კლიმატ-ნეიტრალური მიზნების მიღწევა ევროკავშირისთვის სამეზობლო, სტრატეგიული ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის წამყვან კომპონენტად გვევლინება.
ირაკლი სამხარაძე, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი საუბრობს SEU-ს საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე:
"2019 წლის დეკემბერში ევროპამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ახალი ამბიციური განაცხადი, ახალი სტრატეგია სახელწოდებით: "ევროპის მწვანე შეთანხმება". ევროპის მწვანე შეთანხმება მნიშვნელობით დაახლოებით მეორე ინდუსტრიული რევოლუციის სტანდარტებზე დგას, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირმა წარმოადგინა დეკარბონიზაციის უახლესი გეგმა და თქვა, რომ 2050 წელს იქნება კლიმატ-ნეიტრალური ანუ ნახშირბად-ნეიტრალური, რომელიც მიზნად ისახავს კონტინენტის გარდაქმნას სამართლიან, თანამედროვე რესურსების მიმართ ეფექტურ და კონკურენტული ეკონომიკის მქონე საზოგადოებად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბიცია ერთბაშად არ აღმოცენებულა. იგი ევროკავშირის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რათა დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატებამ პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით ორ გრადუსს არ გადააჭარბოს და სასურველ ზღვრულ ნიშნულად 1,5-გრადუსიანი ზრდა შეინარჩუნოს. მწვანე შეთანხმება არის ამ დიამეტრალური გარდაქმნის ბოლო ეტაპი და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე დისკუსიები მიმდინარეობდეს, როგორც პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, ისე აკადემიურ სივრცეში".
მაინც რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს თემა კონფერენციისთვის? ამ კითხვაზე პასუხს პროფესორი, დოქტორი, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილი გასცემს:
"ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი ევროპაში და ფინანსური ინსტრუმენტები თუ ყველა სხვა პოლიტიკის დოკუმენტები ორიენტირებულია ამ ახალ შეთანხმებაზე. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მას ექნება პირდაპირი გავლენა სამეზობლო ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოზეც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ერთ-ერთი სახელმწიფო, შესაბამისად მწვანე შეთანხმებას ექნება ძლიერი, მინიმუმ იდეოლოგიური გავლენა ჩვენზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე დავიწყოთ აკადემიურ სივრცეში, აკადემიურ დისკურსში შევიტანოთ ეს პროცესები და მას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. სეუ-ს კონფერენცია არის პირველი ნაბიჯი, როდესაც ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელოვანი ამბიცია და პროცესი შედის აკადემიურ დისკურსში. აქამდე, საქართველოში აკადემიური/სამეცნიერო დისკუსიები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა".
ვინ არიან მომხსენებლები?
კონფერენციის მომხსენებლები არიან ცნობილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები:
- პროფესორი კურტ დეკეტელაერე — ევროპის უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალური მდივანი და ბრიუგეს მდგრადი განვითარების კოლეჯის დირექტორი.
- დოქტ. მატეო ფერმეგლია — ბელგიის ჰაზელტის უნივერსიტეტის (UHasselt) გარემოს დაცვისა და ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი.
- მარკუს კერბერი — ცნობილი გერმანელი ექსპერტი, ევროპოლისის ხელმძღვანელი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
- კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობენ პოლონეთიდან ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორები: მარტინ დალი, კაროლ ჟენე, ანასტასია მენშიკოვა, ირინა ბურჩენკო და სხვები.
- ასევე, სფეროს ქართველი მკვლევრები, როგორებიც არიან SEU-ს პროფესორი და ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელძღვანელი ირაკლი სამხარაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მკვლევარი ქეთევან ვარდოსანიძე და სხვები.
კონფერენციაზე წარმოდგენილია, მრავალფეროვანი მოხსენებები ევროპის მწვანე შეთანხმების პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია, მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და დაესწრონ კონფერენციას ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები