წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – წაიკითხე ავტორებთან ერთად და მიიღე წიგნი საჩუქრად
თუ 2 თებერვალს, 14 საათიდან პუშკინის სკვერში გაივლით, წიგნებით სავსე თაროს შეამჩნევთ და ხუთ ქართველ ავტორსაც შეხვდებით, რომლებიც თქვენთვის მხატვრული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს წაიკითხავენ. თუ გამბედაობასაც მოიკრებთ და, თაროზე განთავსებული რომელიმე წიგნიდან, პატარა ნაწყვეტს სახალხოდ წაიკითხავთ, ამ წიგნს "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისგან" საჩუქრად მიიღებთ.
სწორედ ასეთი ღონისძიებით ეხმიანებიან "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" და გოეთეს ინსტიტუტი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და შემთხვევით გამვლელსა თუ სპეციალურად ამ აქტივობისთვის პუშკინის სკვერში მისულ სტუმრებს ახსენებენ იმას, რაც ხშირად გვავიწყდება – წიგნის კითხვისგან მიღებულ სიამოვნებასა და მნიშვნელობას.
პუშკინის სკვერში დაგეგმილ ღონისძიებაზე უფრო მეტი "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორის მოადგილე ნინო კიკნაძემ და გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო განყოფილებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბოლქვაძემ გვიამბეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება. წელს ამ ინიციატივას "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" გოეთეს ინსტიტუტთან ერთად შეუერთდა. რა არის ამ დღის გზავნილი და რატომაა მნიშვნელოვანი მისი აღნიშვნა?
"ეს ინიციატივა კიდევ ერთი შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ – არ აქვს მნიშვნელობა ხმამაღლა, სხვების გასაგონად თუ ჩვენთვის, ჩუმად. ღონისძიების შემდეგ, 150 ადამიანი შინ ახალი წიგნით წავა, რომელიც საჩუქრად რამდენიმე აბზაცის სახალხოდ წაკითხვის სანაცვლოდ გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, კითხვის წამახალისებელი მცირე აქტივობაა, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2010 წლიდან აღინიშნება და 100-ზე მეტი ქვეყანა და მილიონობით ადამიანი, სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება. ჩვენთან მისი აღნიშვნა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ დაიწყო და, მას შემდეგ, მისი მთავარი ინიციატორია. ვინაიდან პროექტ "თბილისის – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი, წიგნის კითხვის წახალისებაა, ამ პროცესში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჩვენც ჩავერთეთ", — ამბობს ნინო კიკნაძე.
გოეთეს ინსტიტუტისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობა ამ ღონისძიებით არ იწყება. რა პროექტები განახორციელეთ ერთობლივად?
"თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან", ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გერმანიის საელჩოსთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში გავხსენით გამოფენა, რომელმაც 100-ზე მეტ საუკეთესო გერმანულ გამოცემას მოუყარა თავი.
ამ პროექტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტმა და "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა" კიდევ ერთი აქცია, 100 წიგნი საჩუქრად, წამოიწყო. შარშან, 21 სექტემბერს, ბიბლიოთეკის წინ, 100 გერმანული წიგნის ქართული თარგმანი გამოვიტანეთ. მათგან რომელიმეს საჯაროდ წაკითხვის სანაცვლოდ კი წიგნები მკითხველებს გადავეცით.
აქცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გამვლელებმა საოცრად იაქტიურეს, ამიტომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაც, ამ ფორმით გადავწყვიტეთ. ამჯერად, 150 წიგნი შევარჩიეთ – არა მხოლოდ გერმანული ლიტერატურის თარგმანები, არამედ ქართველი ავტორებისა და სხვა ენიდან თარგმნილ წიგნებსაც მოვუყარეთ თავი", — ამბობს ზურაბ ბოლქვაძე.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს თბილისი გვადალახარას 2022 წლის 23 აპრილს გადასცემს. პროექტის დასრულებამდე კიდევ რას შეიძლება ელოდოს თქვენგან მკითხველი?
"პროექტი "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზე გადავდივართ, თუმცა დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს ისევ აქტიურად ვახორციელებთ, ვაგრძელებთ სალიტერატურო სფეროს განვითარების ხელშეწყობას და მკითხველის წიგნთან კიდევ უფრო დაახლოებას. ასე რომ, პროექტის დასრულებამდე, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, საინტერესო იდეებისა და აქტივობების შესახებ, ჩვენგან კვლავაც გაიგებთ", — ამბობს ნინო კიკნაძე.
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა




კომენტარები