რუსული ცენზურის გამო მომხმარებლები Livejournal-ის ანგარიშებს აუქმებენ
ფოტო: MEDINA/EPA/REX/SHUTTERSTOCK
ბლოგინგის პლატფორმა Livejournal მომხმარებლებს ყოველდღიურად კარგავს. ამის მიზეზი კი რუსული ცენზურაა, რომელსაც პლატფორმისა რუსი მფლობელები არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ატარებენ.
Livejournal-მა პოპულარობა საუკუნის დასაწყისში მოიპოვა და უამრავი მომხმარებელი მოიზიდა. პლატფორმა 2007 წელს რუსულმა კომპანიამ შეიძინა, მაგრამ 2016 წლის დეკემბრამდე სერვერები ა.შ.შ.-ი იყო განთავსებული. სერვერების რუსეთში გადმოტანას კომპანიას ადგილობრივი კანონი ავალდებულებს, რომ რუსეთის მოქალაქეების პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემები რუსულ სერვერებზე უნდა განათავსოს. აღნიშნულ კანონს არ დაემორჩილა რამდენიმე ამერიკული სოციალური ქსელი, მათ შორის LinkedIn, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან რუსეთში დაბლოკილია. იმავე მიზეზით, შესაძლოა, Facebook და Twitter დაბლოკონ, რომლებიც ამ მონაცემების რუსეთში განთავსებაზე, ჯერ-ჯერობით, უარს ამბობენ. Apple, Google და Viber ამ კანონს ნაწილობრივ დაემორჩილნენ.
რუსული ცენზურა, რომლისაც Livejournal-ის მომხმარებლებს, და არამარტო მათ, ეშინიათ, მოიცავს პოლიტიკური სატირისა და პრო-LGBTQ კონტენტის აკრძალვას, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ პუტინის კარიკატურებისა და LGBTQ-ის ფერებში მისი პლაკატების გამოქვეყნებას.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება LGBTQ საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციას ემსახურება.
გარდა კონტენტის ცენზურისა, აღნიშნული რეგულაციებით იკრძალება ბლოგის ანონიმურად წარმოება, უხამსი ენის გამოყენება და "ექსტრემისტული მასალების" გამოქვეყნება.
Livejournal-ს დღემდე ყოველთვიურად 15 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მის ბლოგერებს შორის არის ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორიცაა ჯორჯ მარტინი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ მათ, ვისაც ad-free ანგარიში აქვს ნაყიდი, თუმცა მომხმარებლები მაინც მასობრივად ტოვებენ ბლოგს. ზოგიერთი მათგანი კი LiveJournal-ის კოდზე დაფუძნებულ ანალოგიურ პლატფორმა Dreamwidth-ზე გადადიან.
ანგარიშის გაუქმების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებმა ემი კაუფმანმა და ჩარლი სტროსმა.
ჩარლი სტროსმა აღნიშნულ ფაქტს ვრცელი ბლოგ-პოსტი მიუძღვნა, ხოლო ემი კაუფმანი ტვიტერზე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.
განცხადება გაავრცელა ცნობილმა მწერალმა, ჟურნალისტმა და კომიკოსმა ბონი ბარტონმაც.
"დროა გავაუქმო LiveJournal-ის ჩემი ფასიანი ანგარიში" - წერს ბარტონი.
როგორც ჩანს, ჟურნალის წესების ცვლილებები 2018 წლის მარტის საპრეზიდენო არჩევნებსაც უკავშირდება. სულ ცოტა ხნის წინ ანალოგიური თავდასხმა განხორციელდა Yandex.money-ის მომხმარებლებზეც, რომლებიც პლატფორმას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ და რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ამ გზით აფინანსებდნენ.
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები