10 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელსაც ჰელოუინის ფორმის გამო დასცინეს, ინტერნეტმა გაამხნევა
ფოტო: Facebook
10 წლის ევანი ჰელოუინის განწყობის შესაბამისად სკოლაში ტონი სტარკის კოსტიუმში გამოწყობილი წავიდა. მართალია, საყვარელი გმირის როლი იდეალურად მოირგო, თუმცა სკოლაში წასვლა მერსედესის ნაცვლად ავტობუსით მოუწია.
მისი დღის ეს ბედნიერი დასაწყისი მალე მწუხარებით შეიცვალა, რადგან ავტობუსით მიმავალმა სხვა ბავშვებმა ევანს კოსტიუმის გამო დასცინეს. დამამცირებელი შენიშვნები იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის, რომ მასწავლებლებმა შენიშნეს, როგორი დასევდიანებული იყო და დედამისს დაურეკეს.
ევანის დედამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ბედნიერი ევანს ჯერ კოსტიუმით, მოგვიანებით კი მოწყენილს ვხედავთ.
"რამდენიმე ბავშვმა ევანს უთხრა, რომ სულელურად გამოიყურება. ამის გამო როგორც კი სკოლაში მივიდა, საპირფარეშოში გაიქცა და სახიდან მაკიაჟი მოიშორა. როცა დამირეკა, ტიროდა და სკოლაში ჰელოუინის წვეულებაზე დარჩენაც კი აღარ უნდოდა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სიტყვებით დიდი ტკივილის მიყენება შეიძლება", — ვკითხულობთ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რა თქმა უნდა, დედამ ევანი სკოლიდან მაშინვე წამოიყვანა, თუმცა წახემსებისა და მის გრძნობებზე საუბრის შემდეგ, ევანმა გადაწყვიტა, რომ მაკიაჟი ისევ გაეკეთებინა და სკოლაში დაბრუნებულიყო, რათა სხვებისთვის მისი ასე მარტივად დამცირების უფლება არ მიეცა.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ მოყოლილ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ამ მოვლენების პარალელურად, ევანი ინტერნეტში უამრავ გასამხნევებელ შეტყობინებას იღებდა. "მთელი მსოფლიოდან თქვენმა ემოციურმა გზავნილებმა და მხარდაჭერამ ევანი დაარწმუნა, რომ სამყაროში იმათზე ბევრად უკეთესი ხალხი ცხოვრობს, ვინც მას დასცინა", — წერს ევანის დედა.
დედის თქმით, მისმა შვილმა ამ დღისგან დიდი გამოცდილება მიიღო: ევანმა ისწავლა, რომ სიტყვები ყოველთვის ფრთხილად უნდა შეარჩიოს, რათა სხვას მის მსგავსად გული არასდროს ატკინოს. მან ისიც ისწავლა, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებმა მის გრძნობებზე ნაკლები გავლენა უნდა მოახდინოს.
ახლა მარტო რობერტ დაუნ უმცროსის ჯერია, რომ ევანს ჰელოუინის კოსტიუმი და სიმამაცე შეუქოს!
ფოტო: Marvel
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
კომენტარები