ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ავტომობილები ამოატრიალეს და ზემოდან რკინის მოაჯირები და ნაგვის ურნები შეალაგეს. ასევე ამოატრიალეს და დააზიანეს პოლიციის მანქანაც, ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს.

აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. იქ მყოფთა ნაწილი უკვე დაიშალა, რადგან პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა.