საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლიტერატურული კამპუსები მოეწყობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები. ასევე, ნახონ ფილმები, ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ ახალი ინტერესები და მეგობრები.
კამპუსები თელავში მოეწყობა, მასში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი მიიღებს. პროექტის ფარგლებში დღეში ორ-ორი ლექცია ჩატარდება. სტუდენტებს ლიტერატურისა და კინოს შესახებ ესაუბრებიან მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რეჟისორები უტა ბერაია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე. საუბრების სპექტრი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც.
"სტუდენტური კამპუსის მიზანია ქართველ სტუდენტებს სალიტერატურო პროცესებზე, ბოლო კვლევებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს მათი ინტერესი შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მიმართ. პროექტში ჩართულობა შესაძლოა, სამომავლოდ განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს მათ მიერ პროფესიის ან სამუშაო მიმართულების არჩევისას. ჩვენი მიზანია, ბანაკიდან დაბრუნებულ სტუდენტს გავუღვივოთ ინტერესი გახდეს მკითხველი, სწორედ გაიაზროს წაკითხული ტექსტი თუ ნანახი ფილმი და გაუჩნდეს სურვილი, ყოველთვის ეძიოს ახალი შესაძლებლობები", — აცხადებს თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
"მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვუჭერთ მხარს. კამპუსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სფეროს წარმომადგენლებისგან შეიტყონ კიდევ უფრო მეტი კინოსა და ლიტერატურაზე, ჩაერთონ შემეცნებით და ჯგუფურ აქტივობებში და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. საქართველოს ბანკის მიზანია ამ და სხვა პროექტებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები