სამხრეთაფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია — გამოძიების შედეგები
ივნისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთაფრიკელმა ქალმა, გოშამე თამარა სითოულმა 10 ტყუპი — 7 ბიჭი და 3 გოგო გააჩინა. ამის შესახებ სტატია პირველად Pretoria News-მა გამოაქვეყნა. თუმცა ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გუტენგის პროვინციის არც ერთ საავადმყოფოში არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც 10 ტყუპის დაბადებას დაადასტურებდა. ამასთანავე, სამედიცინო ტესტის მიხედვით, გოშამე თამარა სითოული ორსულადაც არ ყოფილა. 37 წლის ქალი ამჟამად ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
კომპანია Independent Online (IOL), რომელიც Pretoria News-ს, ინფორმაციის გამავრცელებელ მედიასაშუალებას ფლობს, ამტკიცებს, რომ ისტორია სინამდვილეს შეესაბამება. მათი მტკიცებით, ქალმა 10 ბავშვი 7 ივნისს პრეტორიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გააჩინა, თუმცა სამედიცინო პერსონალი სათანადოდ მომზადებული არ იყო და აღნიშნული ბრალდებებიც მხოლოდ მათი გულგრილობის დაფარვას ემსახურება.
ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, კომპანიისა და Pretoria News-ის მთავარი რედაქტორის, პიეტ რამპედის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.
კომპანიის მტკიცებით, რედაქტორი და წყვილი ერთსა და იმავე ტაძარში დადიოდნენ და რედაქტორმა მათგან ინტერვიუ მაისში აიღო. Pretoria News-მა ბავშვების დაბადების შესახებ სტატია 8 ივნისს გამოაქვეყნა და წყაროდ ბავშვების მამა დაასახელა, რომელმაც თავად ახალი ამბავი საკუთარი პარტნიორისგან ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო. კოვიდრეგულაციების გამო თავად მამას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა აკრძალული ჰქონდა. საბოლოოდ, ინფორმაციის გავრცელებისას რედაქტორი შეტყობინებებს ისე დაეყრდნო, რომ სამედიცინო დაწესებულებისგან დასტური არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 10 ტყუპის გაჩენის ისტორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმაც დაადასტურა, რის შემდეგაც ამბავი მსოფლიოს მედიასაშუალებებმაც გააშუქეს. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული განცხადებაც მხოლოდ ოჯახის ინფორმაციას ეყრდნობოდა.
მალე მედიასაშუალებებმა იმ სამედიცინო დაწესებულების ძებნა დაიწყეს, სადაც, ქალის მტკიცებით, 10 ტყუპი გაჩნდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ქალის პარტნიორმა განაცხადა, რომ გოშამე თამარა სითოული დაიკარგა და ხალხს მის ანგარიშზე ფულის გადარიცხვისგან თავის შეკავება სთხოვა. აღსანიშნავია, რომ 10 ტყუპის გაჩენის შემდეგ ქალის ანგარიშზე, სულ მცირე, $70 000-ია შეგროვებული.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები