ძოძუაშვილი: სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების არარსებობის მიზეზი თანხების არარსებობაა
ფოტო: დელტა
"დელტა ამ მიმართულებით აბსოლუტურად სუფთაა" - ასეთი განცხადება გააკეთა დელტას ყოფილმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ და განმარტა, რომ დელტას სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარებისათვის რაკეტების არარსებობა შესაბამისი თანხების არარსებობის შედეგია.
კახეთში მომხდარი სტიქიის მიზეზები, შედეგები და დელტას საქმიანობა განიხილეს დღეს, 23 მაისს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი უძღვებოდა. სწორედ მან დაუსვა შეკითხვები როგორც თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს, ასევე დელტას ყოფილ დირექტორს, უჩა ძოძუაშვილსაც.
როგორც თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ სხდომის შემდეგ განმარტა, უწყების გენინსპექციას საკითხის მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია და შესაბამისად დღეს მათ კომიტეტის წევრებს უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდეს.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა შეიძლება გამხდარიყო კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების გაუმართაობის მიზეზი, ებრალიძემ უპასუხა, რომ ამის მიზეზი შესაბამისი რაკეტების არასწორი შესყიდვა ან კიდევ სხვა რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, დელტას აღნიშნული შესყიდვის განსახორციელებლად ფინანსები ჰქონდა.
რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, მან განაცხადა, რომ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე თავდაცვის სამინისტროსგან ამომწურავი პასუხები მიიღეს:
"მათ შორის თავდაცვის სამინისტროში, თავისთავად, ვგულისხმობ უჩა ძოძუაშვილს, რომელიც ყოფილი ხელმძღვანელია, მაგრამ ამ ეტაპამდე მე მოვიაზრებ ერთ სისტემას".
საკითხთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციას მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია. თუმცა, როგორც ნობილია, რამდენიმე დღეში გაირკვევა, რა მოხდა კახეთში მომხდარის მიზეზი და რატომ ვერ აირიდეს თავიდან სეტყვა იქ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო 83 დანადგარია და რატომ ვერ მოხდა ამ დანადგარებისათვის შესაბამისი რაკეტების მიწოდება.
გუშინ, 18 მაისს, კახეთში რამდენიმე დღის წინ მოსული სეტყვის დროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით, დელტას გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გადააყენეს.
მოგვიანებით ძოძუაშვილმა 20:30-ში განაცხადა, რომ მისთვის აბსურდულია ბრალდება, კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეში დელტას ბრალეულობა არ გამოვლინდება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები