ევროკავშირი, მისი EU4Business პროგრამით, საქართველოში კერძო სექტორის უმსხვილესი მხარდამჭერია
ევროკავშირი, მისი EU4Business პროგრამით, საქართველოში კერძო სექტორის უმსხვილესი მხარდამჭერია, მხოლოდ 2019 წელს 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით.
საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs) დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ დაბრკოლებები, როგორიცაა ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, მკაცრი კანონმდებლობა და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.
2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას EU4Business პროგრამის მეშვეობით. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს 50-მდე სხვადასხვა პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს (დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს) აღემატება. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოში კერძო სექტორის განვითარების უმსხვილესი დონორი და მხარდამჭერია.
ამ ძალისხმევას შედეგები უკვე მოაქვს – მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი და 400 მილიონ ევრომდე (1.5 მილიარ ლარზე მეტი) დამატებითი შემოსავალი შეიქმნა.
EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის კრიზისით დასუსტებული ეკონომიკის აღდგენას. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური დახმარება და მცირდება შერჩევის კრიტერიუმები რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.
ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), რომლებიც თავის მხრივ თანამშრომლობენ ადგილობრივ პარტნიორებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, შემდეგი სამი მიმართულებით:
-
ფინანსებზე წვდომა
ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას და გარანტიებს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, რათა მათ უზრუნველყონ მცირე და საშალო ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური შესაძლებლობები, განსაკუთრებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და უცხოური ვალუტის ნაცვლად ლარში სესხების გაცემა.
-
ბიზნესის განვითარების სერვისები
EU4Business პროექტები ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტების შესაბამისობაში, ბიზნესკავშირების დამყარებაში და ევროპულ და სხვა ბაზრებზე უკეთეს წვდომაში. ეს, მაგალითად, ხდება სექტორული კლასტერების, ბიზნეს ინკუბატორების და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შექმნით.
-
ბიზნესის ხელშემწუობი გარემო
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ასევე DCFTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერით. ამაში იგულისხმება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკის, კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, EU4Business აძლიერებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორის აქტიურ დიალოგს უფრო ინკლუზიური და მიზნობრივი პოლიტიკის შესამუშავებლად.
მიმდინარე კვირას, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რათა მოგიყვეთ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომელთაც EU4Business პროგრამით ისარგებლეს და ბიზნესის გაფართოვება შეძლეს, პანდემიის პირობებშიც კი.
იმისათვის, რომ მეტი შეიტყოთ EU4Business პროგრამის შესახებ და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება მასში ჩაერთოთ, ეწვიეთ ვებგვერდს და ჩვენი კამპანიის გვერდს. კამპანიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და თავადაც შემოუერთდეთ ჩვენს Facebook გვერდზე.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები