როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება
ფოტო: CIU
თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ ან ჩაბარებას სწორედ იქ აპირებ, ალბათ შენც დაძაბული ადევნებ თვალს საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის ა ლიგას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი "კავკასია" გადამწყვეტ მატჩებს ხომ სწორედ ახლა ატარებს იმისათვის, რომ სუპერ ლიგის საგზური მოიპოვოს.
გუნდი ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების სერიისთვის განსაკუთრებულად ემზადება — სუპერლიგის კლუბ "ბათუმთან" გამარჯვება "კავკასიისთვის" 2021 წლის გაზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
გუნდის მწვრთნელი, ბექა წივწივაძე აღნიშნავს, რომ ჩემპიონატში ორი მოთამაშის ტრავმა ყველაზე დიდი უიღბლობა იყო, რაც გუნდს შეიძლებოდა წელს დამმართნოდა.
"ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა დასკვნით ეტაპზე გამართლება, უბრალოდ, ჯანმრთელი მოთამაშეები გვჭირდებოდა. რევაზაშვილისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კოლეგის არყოფნა გუნდს დაეტყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ჩვენი მიზანი სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ბათუმის გუნდთან", — აღნიშნავს, ბექა.
ცნობისთვის, CIU-ს საკალათბურთო კლუბი 2017 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ კლუბმა "ა" ლიგის ჩემპიონატის ორი ფინალი ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. დამარცხების მიუხედავად, ბექა წივწივაძე თვლის, რომ გუნდმა გამოცდილება საკმარისად დააგროვა.
"ვფიქრობ, რომ დამარცხების ცოდნის გარეშე გუნდი ვერ შედგება გუნდად. გუნდმა უნდა იცოდეს, წინ რა ელის, რამდენად დიდია გამოწვევები, რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ის სტრატეგია, რასაც ვისახავთ. ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებას კი სულ სხვა ფასი აქვს", — აღნიშნავს ბექა.
რამ უნდა გააერთიანოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები?
ფოტო: CIU
უნივერსიტეტმა აუცილებელია იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - მათი სტუდენტები, გარდა ხარისხიანი სწავლებისა, საუნივერსიტეტო ცხოვრების, უნივერსიტეტის სულის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.
ესაა რაღაც, რასაც ერთად უნდა გულშემატკივრობდნენ, რეგულარულ აქტივობებში ებმებოდნენ და რითაც ისინი უნდა ამაყობდნენ. ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლობენ, რომ მათ ეკუთვნიან.
ერთიანობის განცდა კი ყველაზე უკეთ სპორტში ვლინდება, გულშემატკივრები კი ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
ბექა წივწივაძე ამბობს, რომ 2020-2021 წლების სეზონი ამ მხრივ სპორტსმენებისთვის ყველაზე რთული იყო.
"გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოეცალა — ესაა გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, რომლებიც თავიანთი უნივერსიტეტის სახელს სკანდირებენ და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ბიჭებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივარი, კსუ-ს თითოეული სტუდენტი და არამხოლოდ ისინი, დისტანციურად კვლავ გვერდში გვიდგას", - აღნიშნავს ის.
კალათბურთის სიყვარული, მოთმინება და შრომა — არის ის, რასაც გამოცდილი მწვრთნელი თითოეულ ახალგაზრდა და დამწყებ კალათბურთელს ურჩევს.
"რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ სულ მალე რეალურადაც, კვლავ საკალათბურთო დარბაზში შევხვდებით ერთმანეთს", — ამბობს ბექა.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
კომენტარები