10 რჩევა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება
ფოტო: Vasilyeva Aleksandra / Dribbb
კორონავირუსის პანდემიამ სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელთა შორისაც ყველაზე უჩვეულო მსოფლიოს გაჩერება იყო. საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, ტრანსპორტიც კი — სამყარო მოულოდნელად სტატიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უჩვეულო რეალობაში მყოფმა ადამიანებმა მომავლის შიშით გადაწყვეტილებების მიღებაზე უარი განაცხადეს.
ასეთ დროს ჩვენი ვალდებულება სამყაროს ამოძრავებაა, რისთვისაც საჭიროა, არ გავჩერდეთ და თითოეული ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაბიჯი წინ, სიახლეებისა და ცვლილებებისკენ, უკეთესი მომავლისკენ გადავდგათ. ვარცხნილობის შეცვლა, ახალი ჰობი, სწავლის დაწყება, ახალი სამსახური, ახალი ბიზნეს იდეა — თუ გადაწყვეტილების მიღება გინდა, მაგრამ ნაბიჯის წინ გადადგმას ჯერ ვერ ახერხებ, ეს 10 რჩევა აუცილებლად დაგეხმარება:
1. არ მისცე სტრესს შენზე გამარჯვების უფლება
ფოტო: Giphy
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სტრესთან ასოცირდება, სტრესი კი გარემოებების ობიექტურ შეფასებასა და გონივრული გზების მოძიებას უშლის ხელს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა დამშვიდდე. ამაში მედიტაცია, გასეირნება, შემოქმედებითი საქმიანობა ან ნებისმიერი ისეთი აქტივობა დაგეხმარება, რომელიც დროებით ყურადღებას სხვა საკითხზე გადაგატანინებს.
2. განსაზღვრე შენი მიზნები და ღირებულებები
ფოტო: Giphy
გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის უნდა გაიხსენო ის მიზნები, რომლებიც გამოძრავებს და ის ღირებულებები, რომელთა მიხედვითაც ცხოვრობ. დაუსვი შენს თავს შემდეგი კითხვები: როგორ აისახება გადაწყვეტილება შენს მიზნებზე? გეხმარება თუ არა მათ მიღწევაში? შენს ღირებულებებს ხომ არ ეწინააღმდეგება კონკრეტული გადაწყვეტილება?
3. განსაზღვრე გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ფოტო: Giphy
ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. როდესაც არ იცი, როგორ მოიქცე, ყველაზე მარტივი ხერხი კონკრეტული გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოწერა, მათი შედარება და აწონ-დაწონვაა. ეს გზა გონებაში არსებული არეულობის დალაგებაში დაგეხმარება.
4. მოიძიე ინფორმაცია, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად გჭირდება
ფოტო: Giphy
გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყო, რათა შეცდომების დაშვების ალბათობა შეძლებისდაგვარად შეამცირო. მოიძიე ინფორმაცია, მიმართე ნებისმიერ წყაროს, გაეცანი, წაიკითხე, მოისმინე კომპეტენტური ადამიანების აზრები და გააანალიზე მათი გამოცდილება. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი გზაა.
5. არ იჩქარო
ფოტო: Giphy
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას რამდენიმე წუთზე მეტი სჭირდება! თუ გარემოებები ამის საშუალებას გაძლევს, საკუთარ თავს გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული განრიგი დაუწესე. ინფორმაციის მოძიებას, მიზნებისა და ღირებულებების განსაზღვრას, დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას, შესაძლო შედეგების გათვალისწინებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ ისეთი განრიგი შეადგინე, რომელიც გააზრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოგცემს.
6. ეცადე, ობიექტური იყო
ფოტო: Giphy
ხშირად გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ გვიჭირს, რომ საქმე ჩვენს ცხოვრებას ეხება და ცივ გონებას ხშირად ემოციები და შიში უპირისპირდება. ასეთ დროს ობიექტურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ამისათვის საკუთარ თავს კითხვა შემდეგი კითხვა დაუსვი: ჩემს მეგობარს რომ ჰქონდეს იგივე პრობლემა, რას ვურჩევდი?
7. გაუზიარე პრობლემა მეგობარს ან ახლობელს
ფოტო: Giphy
თუ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა არ გეხალისება, დახმარებისთვის მეგობარს მიმართე. ერთსა და იმავე საკითხზე ფიქრის დროს ხშირად წრეზე ვტრიალებთ და მარტივი გამოსავლის დანახვაც კი გვიჭირს. პრობლემის მეგობრისთვის გაზიარების დროს, ახლობელი ადამიანისგან მხარდაჭერის გარდა, განსხვავებულ პერსპექტივასა და გადაწყვეტის გზებსაც მიიღებ. საკუთარი პრობლემის სხვისთვის გაზიარება მის ხელახლა დანახვასა და შეფასებაში დაგეხმარება.
8. დაწერე
ფოტო: Giphy
ხანდახან შენი საუკეთესო მეგობარი არა ადამიანი, არამედ — ცარიელი ფურცელია. ჩვენს გონებაში მოფუთფუთე არეული აზრები ფურცელზე საოცარი წესრიგით გამოირჩევიან. პრობლემების, აზრების, დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოწერა სწორ გადაწყვეტილებამდე თავისით მიგიყვანს.
9. განიხილე ყველა შესაძლო შედეგი, თუმცა გახსოვდეს, რომ მომავლის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია
ფოტო: Giphy
გადაწყვეტილების მიღებამდე, რა თქმა უნდა, შესაძლო შედეგებიც უნდა გაითვალისწინო. რა მოხდება უარეს შემთხვევაში? რა მოხდება საუკეთესო შემთხვევაში? წინდახედულობის გამოჩენა არავის აწყენს, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მომავლის განჭვრეტა არ შეგიძლია. მომავლის შიში გადაწყვეტილების მიუღებლობას არ ამართლებს. ამიტომ გააკეთე ყველაფერი, რაც შენს ძალებს არ აღემატება და ბევრი არ იდარდო იმაზე, რისი გაკონტროლება თუ გათვალისწინება არ შეგიძლია.
10. ხანდახან, სხვების მაგივრად, საკუთარ შინაგან ხმას უნდა მოუსმინო
ფოტო: Giphy
"ახალი წამოწყებებისგან თავი უნდა შეიკავო", "ველოსიპედი თავიდან არ უნდა გამოიგონო", "რადიკალური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო", "რა საჭიროა ეს ექსპერიმენტები?!", "სხვებს უნდა დაუჯერო", "სპონტანურობა კარგს არაფერს მოგიტანს" — სხვებს შენს შესაჩერებლად მიზეზები არასდროს გამოელევათ. მუდამ სხვების მოსმენით კი წინ ვერასდროს წახვალ. ამიტომ ღრმად ჩაისუნთქე და მიენდე შენს შინაგან ხმას, რომელიც ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოგიწოდებს!
ბონუსი: არ გაჩერდე!
ცხოვრება მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, ყოველდღიური თუ გარდამტეხი გადაწყვეტილებებისგან შედგება. მათ შორის საუკეთესოა ის, რომელიც არ გაჩერებს. მიუხედავად იმისა, გაამართლებს თუ არა გადაწყვეტილება, მთავარია, არ გაჩერდე და მარცხის შემთხვევაში კიდევ სცადო! სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი თავის ყველა პროდუქტს არ გაჩერების ინსტრუმენტებად გარდაქმნის. ეს ის ინსტრუმენტებია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და მის აღსრულებაში ეხმარება.
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები