რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე მეცნიერის ცხოვრება? შესაძლოა, ახალგაზრდების აზრით, მეცნიერები თავის თავში ჩაკეტილ ადამიანებს გვანან, რომლებსაც ყოველდღიურად რუტინული საქმიანობის შესრულება უწევს. ამ წარმოადგენას თავისი ობიექტური თუ მცდარი მიზეზები აქვს, თუმცა. მეცნიერის ცხოვრება დღეს ნამდვილად განსხვავდება ამ სტერეოტიპისგან.
საინტერესო კვლევები და აღმოჩენები, საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვარს და ყოველდღე გაოცებს, მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მოგზაურობა, მასშტაბური თუ მეგობრული შეხვედრები საინტერესო თემები განსახილველად და ნორმალური ანაზღაურება — ასეთია მეცნიერების სფეროში მომუშავე ადამიანების ყოველდღიურობა.
"დღეს ისეთი სპეციალობებია ტრენდული, რომლებიც უმეტესად ადამიანებთან ხშირ ურთიერთობას მოითხოვს. ხალხი კი, განსაკუთრებით სტუდენტები, ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ მეცნიერის ყოველდღიურობაც სწორედ ასეთია. თუკი სვამ კითხვებს და ეძებ მათზე პასუხებს და თან ამ მიმართულებით გინდა რაიმეს გაკეთება, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მზადაა, მიგიღოს", — გვიყვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე. "მით უმეტეს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქამ ეს საქმიანობა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა", — აღნიშნავს ის.
სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. კვლევები, კონფერენციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები, შრომები — სწორედ ამ გზით ხორციელდება უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობა.
ბოლო რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში ამ მხრივ საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარალელურად გაზრდილია სამეცნიერო სფეროს დაფინანსებაც, რაც კსუ-ს საერთო ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს ორი ტიპის საგრანტო დაფინანსებას სთავაზობს სამეცნიერო კვლევებისთვის: პირველი არის "მცირე გრანტების" პროგრამა, რომელიც თითოეული პროექტისთვის დაახლოებით 5000 ლარის ოდენობისაა. მეორეს "გრანტები ფუნტამენტური კვლევებისთვის" ეწოდება. ამ შემთხვევაში გრანტის ოდენობა 20-25 ათას ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, კონკურსების გამარჯვებულებს მოეთხოვებათ, გამოაქვეყნონ სტატიები საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი თანადაფინანსებასაც ახორციელებს. კსუ-ს სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები თუ მაგისტრანტები ხშირად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონკურსებში. უმეტეს შემთხვევაში ისინი მონაწილეობენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსებში, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, ისინი უნივერსიტეტისგანაც იღებენ თანადაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს როგორც კვლევითი პროექტი, ასევე კონფერენცია ან სამეცნიერო მივლინებაც.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ან თანადაფინანსებული სამეცნიერო პროექტების შინაარსობრივი არეალი საკმაოდ გაფართოვდ. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მათგან აღსანიშნავია ჩატარებული 3 მასშტაბური კონფერენცია: "ქართული ღვინო და ვაზი, ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები", "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია", და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი".
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში გაიხსნა სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოპრეპარატების სინთეზისა და კვლევის ცენტრი, სადაც პროფესორები თენგიზ წივწივაძე და ნოდარ ჩიგოგიძე აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
როგორ უნდა ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეს გზა ფაქტობრივად გაკვალულია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრანტის გაცემისას არის ის, რომ კვლევაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.
"დაფინანსების მიღების შემდეგ მკვლევარსა და პროექტის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რა ფორმით იქნებიან ჩართული სტუდენტები სამეცნიერო პროექტში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის მოგროვება, მისი დამუშავება და ანალიზი", —გვიყვება ქალბატონი სესილი. "ამ პროცესში ჩვენთვის, სამეცნიერო დეპარტამენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობის გაზრდა სამეცნიერო საქმიანობაში. ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, თუ როგორ აანთებს, როგორ დამუხტავს სტუდენტს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად", — აღნიშნავს იგი.
სამეცნიერო საქმიანობას სტუდენტები უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე იწყებენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამას ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციით უზრუნველყოფს, რომელიც წელს უკვე მერვედ ჩატარდა.
ასევე, გარდა საგრანტო კონკურსებისა, უნივერსიტეტმა პრესტიჟული პრემია "თამარი" დააწესა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და აჯილდოვებს მეცნიერებს პირველ და მეორე კატეგორიებში. მესამე პრიზი კი ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში გაიცემა. პირველ კონკურსზე, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, განვლილი 5 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეჯამდა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში, მეორე კონკურსზე — ორწლიანი საქმიანობა.
სამეცნიერო ჟურნალები, გამოცემები, მონოგრაფიები, კვლევები თუ სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში დაიბეჭდა, ხელმისაწვდომია როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.
2020 წელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის
კითხვაზე, თუ რამდენად შეაფერხა 2020 წლის საყოველთაო პანდემიამ სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე არაერთგვაროვნად პასუხობს. "პირველ რიგში, უნივერსიტეტს მოუხდა იმ პროექტების დაკორექტირება ან შეჩერება, რომელიც სამეცნიერო მივლინებებსაც ითვალისწინებდა. თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიამ და ამის გამო ონლაინ რეჟიმში გადასულმა სამუშაოების დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სხვა გზები გაუხსნა ქართველ მეცნიერებს".
"იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი zoom-ის საშუალებით ტარდებოდა, დისტანციურად შევძელით ისეთ ფორუმებსა და კონფერენციებზე დასწრება, რომლებსაც სხვა დროს ვერ მოვახერხებდით ფინანსებისა თუ სხვა მიზეზების გამო", — იხსენებს ქალბატონი სესილი.
მიუხედავად შეწყვეტილი მივლინებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო პროექტების შეჩერებისა, 2020 წელი პუბლიკაციების თვალსაზრისითაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სოფიო კასრაძე, გიორგი ლომიძე, დავით მაღრაძე, ვახტანგ მაისაია, ბექა ქანთარია, შორენა ქურდაძე, ალექსანდრე რუსეცკი, ოლღა დოროჰინა, ნინო ბარათაშვილი, ნინო მინდიაშვილი, თეა კასრაძე — ეს იმ მეცნიერთა ჩამონათვალია, რომლებმაც 2020 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში თავიანთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.
უნივერსიტეტი 2021 წელს გეგმებითა და დაკორექტირებული, თუმცა კვლავაც აქტუალური პროექტებით აგრძელებს. ქართველი მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ცდილობენ უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის არის საინტერესო.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები