ქართული ოცნების სათაო ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.

"ვინც უნდათ, ის დანიშნონ.ამათ დარჩათ რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ 1 თვე. ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები აუცილებლად მოვითხოვთ ყოველდღიური პიკეტირებით ვადამდელ არჩევნებს და მივაღწევთ ამას", — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკა ნარსია მთავარი არხის ეთერში.

ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge

ამ წუთებში პარტიის სათაო ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო, მანამდე კი 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სავარაუდოდ, პარტიაში მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატის ვინაობა განიხილება.