თალაკვაძის თქმით, მელიას უნდა ოპოზიციაში მონოპოლია, რომ ეს "სარფიანად გადაახურდავოს" ძალაუფლებაში
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "დიალოგის ხელისშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა". მისი თქმით, ენმ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ "ოპოზიციაში მონოპოლია გააკეთოს" და ეს "სარფიანად გადაახურდავოს ძალაუფლებაში".
"ვეთანხმები იმაში ბატონ ელჩს, რომ ნიკა მელია ნამდვილად არის დიალოგის ხელისშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომლისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება და ამომრჩევლის გაკეთებული არჩევანი, არამედ მნიშვნელოვანია ერთადერთი, როგორმე ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთოს ოპოზიციაში მონოპოლია და შემდეგ ეს სარფიანად გადაახურდავოს მელია-სააკაშვილის დუეტმა ძალაუფლებაში, რის საშუალებასაც ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ. უბრალოდ ასეთი გადასახურდავებელი პუნქტი საქართველოში არ არსებობს, სადაც მელია და სააკაშვილის გადახურდავება შეიძლება ხელისუფლებაში. არჩევნების ყუთის გვერდის ავლით ამ ქვეყანაში ცვლილებებს ვერავინ ვერ გააკეთებს", — განაცხადა მან.
დღეს ჰარცელმა თქვა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაცია ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას "ფეთქებადს" ხდის. ჰარცელმა ისიც აღნიშნა, რომ შიშობს, ამ საქმეს დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკურ გარემოზე, დღევანდელი მდგომარეობა კი პოლიტიკური დიალოგისკენ დაბრუნების შესაძლებლობას გაართულებს და უფრო გადასწევს მეხუთე რაუნდის თარიღს.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი პროკურატურას მელიას დაპატიმრების უფლებას აძლევს. 2019 წლის 26 ივნისს 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ იგივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინაც მსჯელობის საგანი იყო ნიკა მელიას ბრალდება 20 ივნისის საქმეზე. კენჭისყრის დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელი იყო და მელია მმართველი გუნდის პირისპირ მარტო იჯდა. თუმცა ქართულ ოცნებაშიც არ ყოფილა ყველა "მომხრე". სამმა დეპუტატმა: მირიან წიკლაურმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ მაშინ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, მარიამ ჯაშმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ერთკვირიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად მისცა, ამოიწურა ისე, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და ქართულმა ოცნებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები