10 ცნობილი ქალი, რომელსაც მედია სასტიკად მოეპყრა
ფოტო: Shutterstock / Getty Images
თებერვლის დასაწყისში ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გამოვიდა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად იმასაც გვაჩვენებს, თუ როგორ საშინლად ექცეოდა მედია ამ პოპვარსკვლავს. ფილმიდან რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითის შესახებ უკვე მოგიყევით კიდეც.
ამ ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა დიდი გამოძახილი ჰპოვა მაყურებელში და არა მხოლოდ ბრიტნის, არამედ სხვა ცნობილი ქალების მაგალითებიც გაიხსენეს, რომელთაც მედია სხვადასხვა დროს უსამართლოდ ეპყრობოდა: ღიად ერეოდა მათ ინტიმურ ცხოვრებაში, არ ერიდებოდა უზომოდ მგრძნობიარე თემებზე კითხვების უხეშად დასმას, არ ითვალისწინებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან გარემოებას და წარბშეუხრელად ცდილობდა პირად სივრცეში შეჭრას.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე მოგითხრობთ, რამაც იმასთან ერთად, რომ ალბათ, ამ ქალებს აუნაზღაურებელი მორალური ზიანი მიაყენა, ამასთანავე მათ მიმართ საზოგადოების საერთო დამოკიდებულების შექმნაში უზომოდ უარყოფითი გავლენა იქონია.
1. მეგან ფოქსი
მაიკლ ბეი და მეგან ფოქსი.
ფოტო: HAN MYUNG-GU/GETTY IMAGES.
2009 წელს მეგან ფოქსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრანსფორმერების რეჟისორთან, მაიკლ ბეისთან "მუშაობა კოშმარია" და ის ჰიტლერს შეადარა. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია, რამდენიმე დღეში კი გამოცემა Deadline-მა უყოყმანოდ გამოაქვეყნა ტრანსფორმერების შემოქმედებითი გუნდის სამი წევრი კაცის ანონიმური წერილი, სახელწოდებით მაიკლ ბეის გუნდი საკადრის პასუხს სცემს მეგან ფოქსს, სადაც ამ მსახიობზე სხვა დამამცირებელ და სიძულვილის შემცველ შეფასებებთან ერთად, მსგავს რამესაც ამოიკითხავთ: "გადასაღებ მოედანზე მისი ყურება აუტანელია. იქნებ უკეთესი იყოს, რომ სამომავლოდ პორნოვარსკვლავის კარიერაზე იფიქროს".
2. ემი უაინჰაუსი
ფოტო: Johnny Green / PA Images / Shaun Curry / Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ თავად ემი მხოლოდ მუსიკის შექმნით იყო დაინტერესებული, მედია მუდმივად ჩასაფრებული იყო, რომ მის ქორწინებასთან, ნარკოდამოკიდებულებასთან თუ წონასთან დაკავშირებულ საკითხებში მუდმივად ჩაეყო ცხვირი, დაუკითხავად გამოეტანა სააშკარაოზე ყველაფერი ისე, რომ თავად მომღერლის ინტერესები გათვალისწინებული ოდნავადაც არ ყოფილიყო.
3. ჯანეტ ჯექსონი
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯანეტ ჯექსონი Super Bowl-ის შოუს სცენაზე.
ფოტო: Getty Images
2004 წელს Super Bowl-ის შოუზე ჯანეტ ჯექსონსა და ჯასტინ ტიმბერლეიკს საერთო გამოსვლა ჰქონდათ, რა დროსაც, როგორც ცნობილია, ჯასტინმა სცენაზე ჯექსონს ტანსაცმელი შემთხვევით შემოაგლიჯა და ჯანეტს მკერდი გამოუჩნდა. ამის გამო ჯანეტ ჯექსონი საშინლად გააკრიტიკეს, გრემიზე მისი გამოსვლა ჩაშალეს, MTV-იმ მისი კლიპების გაშვება აკრძალა და ა.შ. სანაცვლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ იმაში, რაც მოხდა, მისი წვლილი დიდი იყო. მოგვიანებით ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მომღერალმა ისიც თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, მას რის გამო მოახდევინეს ბოდიში.
4. ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი
ფოტო: Getty Images
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ორი მსახიობისგან მუდმივად მტრების ხატს ქმნიდნენ, რაც ლამის დღემდე გრძელდება. ორივეს ბრედ პიტთან დაკავშირებული ურთიერთობის გამო ხშირად ასე ახასიათებენ: "ენისტონმა ასეთი სექსუალური ქმარი ვერ შეინარჩუნა", "ანჯელინა ჯოლმა სხვას წაართვა კაცი" და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვისთან სურდა ურთიერთობის გაგრძელება და არავის დაუძალებია რამე, მის მიმართ კითხვები არასდროს დასმულა.
5. რიანა
ფოტო: New York Daily News Archive / Getty Images
როცა რიანაზე მისა ყოფილმა პარტნიორმა, კრის ბრაუნმა ფიზიკურად იძალადა, ყველა კითხვას კვლავ რიანას მისამართით სვამდა და მის მდგომარეობას მხოლოდ ზედაპირული, ყვითელი პრესის განხილვების საგნად იყენებდნენ. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ფოტოზე შემდეგ სათაურს ვკითხულობთ: "სევდიანი რიანა კოშმარული ცემის ფაქტთან გამკლავებას ცდილობს".
6. უიტნი ჰიუსტონი
ფოტო: GEORGE ROSE/GETTY IMAGES
იმის თვალსაჩინო მაგალითად, თუ როგორ ცუდად ექცეოდა უიტნი ჰიუსტონს მედია, დაიან სოიერთად 2002 წელს ჩაწერილი ინტერვიუც გამოდგება, სადაც ჟურნალისტი გააფთრებით ეძიება მომღერალს წონასთან დაკავშირებულ საკითხებში: "ეს უბრალოდ სიგამხდრე არ არის", ამბობს ის, რაზეც ჰიუსტონი პასუხობს: "არა? მაშინ რა არის, თავად მითხრა იქნებ". უიტნი ჰიუსტონის წონა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები და პირადი ურთიერთობები მუდმივი კრიტიკის საგანი იყო.
7. კრისტენ სტიუარტი
კრისტენ სტიუარტი და რუპერტ სანდერსი.
ფოტო: Getty Images
2012 წელს, როცა კრისტენ სტიუარტი 22 წლის იყო, მედიაში გავრცელდა პაპარაცული ფოტოები, რომელთა მიხედვითაც, მას რომანი ჰქონდა ფიფქია და მონადირის რეჟისორთან, რუპერტ სანდერსთან, რომელიც მაშინ 41 წლის იყო. მიუხედავად ამისა, იმდენად დიდი იყო ზეწოლა მედიისა თუ საზოგადოებისგან, რომ "რობერტ პატინსონის ღალატის გამო" საჯარო ბოდიშის მოხდა კრისტენ სტიუარტს მოუწია.
8. პრინცესა დაიანა
ფოტო: Mirrorpix / Vincent Almavy / Mirrorpix / Getty Images
ბევრი მიიჩნევს, რომ პრინცესა დაიანას ბედის ტრაგიკულად წარმართვაში პრესას დიდი წვლილი მიუძღვის: მას უკვე ისედაც მრავალ პრობლემასთან უწევდა გამკლავება, პაპარაცები კი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და მის ყოველ ნაბიჯს ახალი სკანდალის საფუძვლად აქცევდნენ.
9. მეგან მარკლი
ფოტო: Daily Mail / 2018, Daily Mail / 2019
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელსაც მედია უსამართლოდ უახლოეს წარსულში ექცეოდა, მეგან მარკლია. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია შევხედოთ ერთი მედიის რეაქციას ერთსა და იმავე საკითხზე, ოღონდ განსხვავებული აქცენტებით: ქეით მიდლტონს ფეხმძიმობისას მუცელზე ხელების დადებას უქებენ, როგორც სანიმუშო მშობლის ქცევას, იმავე ქმედების გამო კი მეგან მარკლზე ცინიკურ შენიშვნას აკეთებენ.
10. მონიკა ლევინსკი
ფოტო: Clinton Digital Library/Public Domain
1998 წელს თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის გამო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და 22 წლის სტაჟიორის, მონიკა ლევინსკის სექსუალურ ურთიერთობას უკავშირდებოდა, სწორედ ეს უკანასკნელი იყო, ვინც განტევების ვაცად იქცა: მის "მსუბუქ ყოფა-ქცევაზე" დაუსრულებელი ჭორები და უხამსი ხუმრობები ვრცელდებოდა. სულ მალე ახალი სერიალი გამოვა, რომელიც ამ ამბავში მონიკა ლევინსკის პოზიციის უკეთ გადმოცემას ეცდება.
ასევე იხილეთ:
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები