ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებენ
ფოტო: Mike Coppola / Getty Images | Chris Pizzello / AP | EW
5 თებერვალს ბრიტნის სპირსის ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, გამოვიდა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფილმში ნაჩვენები ისტორიები ხმაურიანი განხილვის საგანი რამდენიმე თემის გარშემო გახდა. მათ შორისაა ურთიერთობა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და მედიის დამამცირებელი დამოკიდებულება მომღერლისადმი.
ასევე იხილეთ:
დოკუმენტურ ნამუშევარში ასახულია პოპკულტურის სასტიკი მხარე, ტოქსიკური გარემო და ყველაფერი ის, რაც "იღბლიან" მომღერალს სირთულეებით სავსე გზაზე ხვდა წილად.
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა გამოუცხადეს არა მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, არამედ პოპკულტურის სხვა წარმომადგენლებმაც. რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მაგალითად, პერის ჰილტონი და როუზ მაკგოუენი ადრეც ითხოვდნენ სპირსის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეურვეობის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ ვარსკვლავების მხარდაჭერა გაიზარდა.
1. ჰეილი უილიამსი, Paramore-ის სოლისტი
"არცერთ ხელოვანს არ უნდა უწევდეს იმ ტანჯვის ატანა, რაშიც მედია/საზოგადოება/უკიდეგანო მიზოგინები აყენებენ. მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ღიად საუბრისადმი დამოკიდებულება ასეთი მისაღები არ იქნებოდა, რომ არა იგი, თუმცა, მას ამისთვის საშინელი საზღაურის გადახდა მოუხდა".
2. სარა ჯესიკა პარკერი, მსახიობი
3. ბეტ მიდლერი, მომღერალი
4. ენდი კოენი, რადიო და ტელეწამყვანი
"დილა მშვიდობის. ბედნიერ დღეს გისურვებთ! და: #თავისუფლებაბრიტნის"
5. ვალერი ბერტინელი, მსახიობი
"#FramingBritneySpears სახეში სილის გაწვნაა.
მის ცხოვრებაში უამრავი საშინელი კაცი/წურბელა აღმოჩნდა: მამამისი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მამამისი, პაპარაცები, მამამისი, Us Weekly-ის ფოტორედაქტორი, მამამისი, კევინ ფედერლინი, მამამისი, ჰარვი ლევინი, მამამისი, სემ ლაფტი, მამამისი", — წერს მსახიობი ტვიტერზე და მოგვიანებით დასძენს, "რამდენად მადლიერია თავისი მშობლების, რომლებმაც ამ შეშლილი ინდუსტრიისგან დაიცვეს".
6. Garbage, მუსიკალური ჯგუფი
"ახლახან ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს Framing Britney Spears და უნდა ვთქვათ, რომ რაღაც ძალიან უცნაური და არასწორი ხდება. #თავისუფლებაბრიტნის"
7. ჰეზერ მატარაცო, მსახიობი
"რისხვა და სევდა, რომელიც წუხელ, ფილმის ყურების დროს ვიგრძენი, ძილშიც კი გამყვა. დღეს ყველაფრის დაწვის და მასთან მეგობრობის სურვილით გავიღვიძე. #თავისუფლებაბრიტნის".
8. ტემრონ ჰოლი, ჟურნალისტი
"როგორც იქნა, ფილმს ვუყურე. ზუსტი შეფასება ვერ იქნება, თუ ვიტყვი, რომ გულმოსაკლავია. #თავისუფლებაბრიტნის"
9. მაილი საირუსი, მომღერალი
SuperBowl-ის შოუმდე გამართულ პერფორმანსზე მაილიმ 2009 წელს გამოსული მისი სიმღერა, Party in the USA, შეასრულა. სიმღერაში ფრაზის — Britney song was on ("ბრიტნის სიმღერა იყო ჩართული") — შემდეგ დაიძახა: "ჩვენ გვიყვარს ბრიტნი!"
ფილმში ასევე ასახულია სპირსის ამჟამინდელი მდგომარეობა: 2008 წლის შემდეგ მომღერლის მეურვედ ჯეიმი სპირსი, მამამისი ითვლება, რომელიც განკარგავს მის საქმეს და ფინანსებსაც. მიუხედავად თავად მომღერლის სურვილისა, გაეუქმებინა მამის მეურვეობა, აშშ-ის სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, პოპვარსკვლავმა მოიპოვა უფლება, სხვა მეურვეც ჰყოლოდა. მეურვეები აშშ-ში იმ ადამიანებს ჰყავთ დაწესებული, ვისაც სასამართლოს დაწესებულების შეფასებით, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ამისა, 39 წლის სპირსმა ბოლო 13 წლის განმავლობაში ოთხი ალბომის გამოშვებით, X ფაქტორში ჟიურის წევრად ყოფნით და Piece of Me-ის კონცერტების სერიის გამართვით არაერთგზის დაამტკიცა, რომ სასამართლოს განსაზღვრება მცდარი, არანაკლებ უზუსტოა.
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
კომენტარები