ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: თიბისი
ბიზნესდაჯილდოება 2020 დასრულდა. თიბისის ყოველწლიური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, წელს განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ გაიმართა.
დაჯილდოებამ, რომელსაც არსებობის დღიდან უკვე 2500-მდე მონაწილე ჰყავს, წელს კიდევ უფრო მეტ ბიზნესს მისცა საშუალება, თავიანთი პროდუქტი თუ ინოვაცია ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო. ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში წელს 5-5 ფინალისტი გამოვლინდა. დღეს კი მათ შორის საუკეთესოები დასახელდნენ.
ბიზნესები წელს ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის, საუკეთესო სტარტაპისთვის, საუკეთესო ინოვაციებისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისა და საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის დაჯილდოვდნენ. ფინალისტთა და გამარჯვებულთა სია კი ასეთია:
საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი
ეს ნომინაცია შეიქმნა მათთვის, ვინც 2020 წლის მსოფლიო პანდემიის გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და ახალ რეალობასთან ადაპტაცია შეძლო.
"ამ ნომინაციით ჩვენ გვინდოდა დაგვეფასებინა ბიზნესის მიერ გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესის გადარჩენისა და ხშირ შემთხვევაში თანამშრომლების შენარჩუნებისთვის იყო გაწეული", — ამბობს ნათია ვაჭარაძე,თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. ნომინირებულნი იყვნენ:
- სპილოუ
- ჟუჟუნა
- 8000 მოსავალი
- კომბინიზონა/ალიკაპი
- ქისა
საუკეთესო სტარტაპი
საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში გამარჯვებისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ცდილობდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, გქონდეთ ბრენდის გამორჩეული მახასიათებელი, მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგია და ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი. ასეთი კი წელს ბილიკი აღმოჩნდა.
- სითიფეი
- სფეისფარმსი
- იჰოტელსი
- შენით
- ბილიკი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში ფინალისტები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ: კომპანიის საქმიანობა დადებით ზეგავლენას უნდა ახდენდეს გარემოსა და საზოგადოებაზე; აქტივობები განგრძობითი უნდა იყოს და ჰქონდეს მასშტაბირების პოტენციალი; აქტივობები სტრატეგიულ თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის საქმიანობასთან და ბიზნესი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდეს. ნომინირებულნი იყვნენ:
- ვინტილატორი
- ჩიკატაი
- ჰირო
- ლიდერქიდსი
- ბირდინგ კაუკასუსი
საუკეთესო ინოვაციები
ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციებისთვის გასამარჯვებლად კომპანიებს რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინათ. ესენია ინოვაციის რელევანტურობა არსებული ბაზრისთვის; ინოვაცია, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას კომპანიისთვის; ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლისთვის და ინოვაციის ზრდის პოტენციალი. ნომინირებულნი იყვნენ:
- ფეიზი
- ბაიოქიური
- ირნერნო
- ი-სპეის
- ქარუ
საუკეთესო მომსახურება და პროდუქტი
ნომინაციაში გამარჯვებისთვის ის კომპანიები იბრძოდნენ, რომლებმაც გააუმჯობესეს ხარისხი ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიის შედეგად, შეძლეს ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა. ნომინირებულნი იყვნენ:
- ალტერსოქსი
- ჯიმშერი
- AE-Solar
- ტერმინალი
- Kohi.ge
გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს მიიღებენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:
ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი
ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.
ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია
ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.
პროგრამული უზრუნველყოფა
ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.
განსაკუთრებული სურპრიზი ელოდებათ საუკეთესო სტარტაპის შემქმნელებს. ამ ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.
თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს. ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ოთხი თვის წინ დაიწყო. რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლისა და მთავარი დაბრკოლების მიუხედავად ბიზნესდაჯილდოება მაინც ჩატარდა, რადგანაც თიბისიში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს სწორედ აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა, დაფასება და მოტივაციის მიცემა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.
ასევე იხილეთ:
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები ადაპტაციის საუკეთესო მაგალითის ნომინაციაში
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების ნომინაციაში
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები საუკეთესო ინოვაციის ნომინაციაში
- გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
კომენტარები