ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს, რომ შშმ პირთა სტატისტიკა აწარმოოს
ფოტო: Shutterstock
სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ.
ომბუდსმენის რეკომენდაციით:
- საქართველოს მთავრობამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეფექტური კონტროლის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე უნდა დააწესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თაობაზე შესაბამისი სტატისტიკის წარმოების ვალდებულება.
- მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოების პრინციპებისა და მეთოდების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი დეტალიზება.
- უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკის ინკორპორირება სტატისტიკის წარმოების არსებულ სისტემასთან, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სრულ მონიტორინგს და მისი დაცვის ხარისხს.
- უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ორგანიზაციების ჩართულობა როგორც მონაცემთა შეგროვების კრიტერიუმების განსაზღვრის, ისე სტატისტიკის წარმოების პროცესში.
- უზრუნველყოს წარმოებული სტატისტიკისა და შეგროვებული ინფორმაციის გავრცელება მისაწვდომი ფორმით.
- სტატისტიკური სამუშაოების პროგრამამ მოიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული დეტალიზებული ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა სმენის, მხედველობის, გადაადგილების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შეზღუდვა, ასევე შეზღუდვის სახეები: ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური, სენსორული.
- კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მიზნობრივი პროგრამებისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კვლევების ჩატარება და კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
ომბუდსმენის განცხადებით, 2016 წლის 13 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. მიმდინარე წელს კონვენციის მიღებიდან ათი წელი შესრულდა.
კონვენციის 31-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია აწარმოოს შშმ პირთა შესახებ სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონვენციის განხორციელების, მონიტორინგის და შეფასების პროცესისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ამ პირთა საერთო რაოდენობის აღრიცხვით, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის, თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, რაც არ იძლევა სრულ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ.
ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფოს სტატისტიკა და მონაცემები არ ასახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის შესახებ ობიექტურ და ნათელ სურათს. შესაბამისად რთულია ანალიზის მოხდენა რამდენად სრულყოფილად იცავს სახელმწიფო ამ პირთა უფლებებს.
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
-
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
კომენტარები