ბავშვთა ქორწინება, ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება პრობლემად რჩება — UNFPA
ფოტო: UNFPA
ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება — ეს იმ საზიანო პრაქტიკების ნაწილია, რომელიც მსოფლიოში კვლავ პრობლემად რჩება და რომელთა შეჩერებისკენ მოუწოდებს მთავრობებს გაეროს მოსახლეობის ფონდი.
UNFPA-ის 2020 წლის ანგარიშში ჩამოთვლილია სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, რომლებიც მიჩნეულია ადამიანის უფლებების დარღვევად. ანგარიში ბოლო ხუთ წელს მოიცავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად, რომლებიც ზიანს აყენებს ქალებსა და გოგოებს, დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭირო.
"ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგო ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით", — აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია საქართველოზეც და მითითებულია, რომ საქართველომ, რომელსაც სპეციფიკური ზომები არ მიუღია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ, შეამცირა სხვაობა დაბადებისას სქესთა თანაფარდობის კუთხით, რაშიც ძირითადი წვლილი ეკონომიკურ ღონისძიებებს უნდა მიუძღოდეს.
ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სელექციური აბორტების შედეგად არ დაიბადა 1,2 მილიონი გოგო. ამათგან საქართველოში — წელიწადში 100 გოგო. ყველაზე მაღალი მონაცემები ჩინეთს და ინდოეთს აქვს, შემდეგ მოდის ვიეტნამი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის წინასწარი შეფასებით, წელს დაახლოებით 4,1 მილიონი გოგო გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგო იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბიჭებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგოების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგოების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიცაა მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი "გაუჩინარებული გოგო".
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა ქორწინება, ზოგადად, არალეგალურად არის მიჩნეული და მსგავს შემთხვევების რაოდენობა კლებულობს, თუმცა, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ეს პრაქტიკა კვლავ ფართოდაა გავრცელებული.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ამბობს, რომ ქვეყნებს, რომლებმაც მოახდინეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება ეკისრებათ. ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მათი თქმით, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის — ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. "ქვემოდან ზემოთ" მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად.
"ნებისმიერი ფორმის საზიანო პრაქტიკას საერთო საფუძველი გააჩნია: ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ბიჭები გოგოებზე უპირატესნი არიან, თუმცა ჩვენ მოწმე ვხდებით იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ნორმები სწორი მიმართულებით იცვლება და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით — მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, ავტორიტეტული პირები და საზოგადო მოღვაწენი — შევძლებთ გოგოებისთვის ზიანის მომტანი ყველა პრაქტიკა წარსულს ჩავაბაროთ", — აცხადებს ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი.
UNFPA-ის ანგარიშის მიხედვით, პროგრამები, რომლებიც სოციალური ნორმების შეცვლას ემსახურება, საკმაოდ ეფექტურია საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, თუმცა ისინი არა მხოლოდ ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ უფრო ფართო სპექტრის საკითხებზე, როგორიცაა ქალებისა და გოგოების დაქვემდებარებული მდგომარეობის შეცვლა, მათი უფლებების დაცვა, მათი სტატუსის ამაღლება და შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფა.
გაეროს მოსახლეობის ფონდი მიიჩნევს, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელია გოგოებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნით, მათთვის "ცხოვრებისეული უნარების სწავლებითა" და სოციალური ცვლილებების პროცესში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვით.
ანგარიში შეეხო კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებსაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემია საფრთხეს უქმნის მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეულ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს.
"უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგო გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგო გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რადგან ქორწინება გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად მიიჩნევა. გარდა ამისა, იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგოების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება.
"პანდემია უფრო მეტ გოგოს აყენებს რისკის წინაშე და საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ ამ რისკების შემცირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გოგოებმა ყველგან შეძლონ სრულად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, თავად გააკეთონ საკუთარ ცხოვრებისა და სხეულის შესახებ არჩევანი", — თქვა არმიტაჟმა.
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
კომენტარები