Middlesex University Dubai - ვებინარი ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის
ფოტო: LEAF
განიხილავთ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს 2020 ან 2021 წლისათვის?
ბრიტანული მიდელსექსის უნივერსიტეტის დუბაის კამპუსი (Middlesex University Dubai) და ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF 2020 წლის 3 ივლისს 16:00 საათზე გამართავენ ვებინარს სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისათვის.
ვებინარზე განხილული იქნება უნივერსიტეტის მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები, სწავლის თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, MBA) მიღების კრიტერიუმები და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ვებინარში მიიღოთ მონაწილეობა და ასევე შეიტყოთ მეტი დაფინანსების მოპოვების შესახებ, საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ ლინკს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ, რომ მითითებულ დროს ჩაერთოთ ვებინარში.
მოსწავლეები, რომლებიც ე.წ. foundation (ფაუნდეიშენ) პროგრამაზე, ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე ისწავლიან ბრიტანულ მიდელსექსის უნივერსიტეტის დუბაის კამპუსში მიიღებენ მაღალხარისხიან ბრიტანულ განათლებას და შეძლებენ იცხოვრონ ცოცხალ, დინამიურ და სწარაფად მზარდ ქალაქში. უნივერსიტეტი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს: ბიზნესის მართვა, ფინანსები და აღრიცხვა, ტურიზმი, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, განათლება, ფსიქოლოგია, კრიმინოლოგია, კომპიუტერული ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რობოტიკა, ჟურნალისტიკა და კრეატიული წერა, რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, კინემატოგრაფია და ბევრი სხვა. მიდელსექს დუბაი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც ახორციელებს ბრიტანული იურიდიული ბაკალავრის ხარისხისათვის სწავლებას (LLB).
მას შემდეგ, რაც 2005 წელს დუბაიში გაიხსნა გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში მდებარე Middelsex University-ს კამპუსი-ფილიალი, უნივერსიტეტმა მრავალი წინსვლა განიცადა. დუბაის კამპუსმა მოიპოვა 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი ცოდნისა და ადამიანის განვითარების სააგენტოსგან (Knowledge and Human Development Authority - KHDA) და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია QS-ისგან.
მიდელსექსის უნივერსიტეტის დუბაის კამპუსში სწავლობს 3500 სტუდენტზე მეტი. ისინი უნივერსიტეტის დამთავრებისას მიიღებენ ბრიტანულ დიპლომს. სწავლის პერიოდში კი ისინი იქნებიან მრავალფეროვან, კულტურულად მდიდარ გარემოში 111 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. უნივერსიტეტს გააჩნია ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ინდუსტრიაში და ხშირად იწვევს სტუმრებს სტუდენტებთან შესახვედრად და სასაუბროდ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Sage, IBM, Microsoft, Bird & Bird და მრავალი სხვა. ბაკალავრიატის სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ სწავლის მეორე ან მესამე წლიდან სასწავლებლად გადავიდნენ ლონდონში, რაც მათ ნამდვილად საერთაშორისო გამოცდილებას შესძენს.
დუბაის მიდელსექსის უნივერსიტეტი ამაყობს ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიითა და სტუდენტებისათვის მრავალმხრივი გამოცდილების მიცემით. მათ ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სოციალურ ან სპორტულ კლუბში: ფეხბურთი, ფრენბურთი, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, პოეზია და ა.შ. - ყველა შეძლებს იპოვოს მისთვის საინტერესო კლუბი.
უნივერსიტეტი მდებარეობს დუბაის ცოდნის პარკში, რომელიც 2003 წელს შეიქმნა საერთაშორისო სასწავლებლებისათვის, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო დიდი სტუდენტური საზოგადოების ნაწილად ხდის. პარკი მდებარეობს პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობებთან და ინდუსტრიულ ცენტრებთან ახლოს. შესაბამისად, სტუდენტებს აქვთ პირდაპირი კავშირი სხვადასხვა ინდუსტრიასთან.
დუბაის მიდელსექსის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს გთავაზობთ საერთაშორისო სასწავლო გრანტს 20 %-ის ოდენობით საბაკალავრო პროგრამებზე და 10 %-იან გრანტს სამაგისტრო პროგრამებზე. ისინი, ვინც MBA-ზე ან ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე აბარებენ მიიღებენ 20%-იანი გრანტის აღების შესაძლებლობას. ამას გარდა სტუდენტები იღებენ გამარტივებულ სააპლიკაციო პროცედურებსა და სავიზო რეგულაციებს, კარგ სამედიცინო დაზღვევას ვიზასთან ერთად და მოქნილ გადახდის პირობებს.
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
კომენტარები