რა იწვევს გადაწვას და როგორ შეიძლება, ავირიდოთ ის თავიდან
ფოტო: Healthline
გადაწვა გონებრივი და ფიზიკური გადაღლის ისეთი ეტაპია, როცა მუშაობისთვის, მეგობრებთან შესახვედრად თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის სასიცოცხლო ძალები და ხალისი აღარ გვრჩება. ამას დიდი ხნის განმავლობაში სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, გახანგრძლივებული სამუშაო საათები ან უსიამოვნო ახალი ამბების გაგებაც კი იწვევს. ასეთ დროს, უმეტესად, ერთადერთი რამ, რაც ჩვენს თავში ტრიალებს — სამსახურიდან წამოსვლაა, მაგრამ არის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება? — ამ სტატიაში გადაწვის შესახებ მოგიყვებით და გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ ენერგიის აღდგენა.
გადაწვა ყოველთვის ადვილად დასადგენი არაა. მას ყურადღებით დაკვირვება სჭირდება. ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავებით, გადაწვის დროს სტრესის მართვა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების შესრულება ძალიან რთულდება. ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან, ხშირად ფიქრობენ, რომ აღარაფერი დარჩენიათ. ხშირად მათ საწოლიდან ადგომაც კი უჭირთ.
გადაწვა თავისით არ ქრება და თუ უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა სერიოზულ ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებებში გადაიზარდოს — მათ შორის, გამოიწვიოს დეპრესია, გულის ავადმყოფობები და დიაბეტიც კი.
ვინ შეიძლება "გადაიწვას"?
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივად დიდ სტრესს განიცდის, შესაძლოა, "გადაიწვას". ამ მდგომარეობამდე ხშირად ექიმები, ექთნები, გადაუდებელი დახმარების პროფესიონალები მიდიან. თუმცა, სამსახურისგან გამოწვეული გადაწვის გარდა, ეს იმ ადამიანებსაც ემართებათ, რომლებიც ბავშვებს ან ლოგინად ჩავარდნილ ადამიანებს უვლიან. გარდა ამისა, გარკვეული პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა პერფექციონიზმი ან სურვილი, მუდამ აკონტროლო სიტუაცია, გადაწვის რისკებს ზრდის.
რა არის გადაწვის ნიშნები?
თუ ფიქრობთ, რომ გადაიწვით, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ ხართ, გთავაზობთ ნიშნების სიას, რომლებიც გზამკვლევად გამოგადგებათ:
გადაღლა — შეგრძნება, რომ ფიზიკურად და ემოციურად ძალაგამოცილილი ხართ. ფიზიკური სიმპტომებიდან შესაძლოა, გრძნობდეთ თავის ტკივილს, კუჭის ტკივილს, მადის ან ძილის რეჟიმის ცვლილებას.
იზოლაცია — ადამიანები, რომლებიც "გადაიწვნენ", ხშირად დათრგუნულები არიან. შედეგად, უარს ამბობენ სოციალიზაციაზე, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაზე.
ფანტაზიები გაქცევაზე — ადამიანები, რომლებიც სამსახურში უსასრულოდ აკეთებენ საქმეს, შესაძლოა გაქცევაზე ან მარტო მოგზაურობაზე ოცნებობდნენ. ექსტრემალურ შემთხვევებში ისინი ემოციური ტკივილების შესამსუბუქებლად ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს მოიხმარენ ან ემოციებს ტკბილეულით ახშობენ.
გაღიზიანება — გადაწვისას შეიძლება, ადამიანებმა მეგობრებთან, ნაცნობებთან ურთიერთობისას სიმშვიდე და წონასწორობა ვერ შეინარჩუნონ. ისეთი ყოველდღიური საქმე, როგორიც სამსახურში შეხვედრისთვის მომზადება, ბავშვების სკოლაში წაყვანა ან საყოფაცხოვრებო საკითხების მიხედვაა, შესაძლოა, დაუძლევლად ეჩვენებოდეთ, მით უფრო, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.
ხშირი ავადმყოფობა — გადაწვა, ისევე, როგორც ხანგრძლივი სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს. შედეგად, გაციება, გრიპი და ინსომნია ადვილად გვერევა. ის ხშირად დეპრესიას და შფოთვით აშლილობასაც იწვევს.
გადაწვის 12 სტადია
ფოტო: Tech Republic
გაციების ან გრიპისგან განსხვავებით, გადაწვა მოულოდნელად არ გვატყდება თავს. ფსიქოლოგებმა ჰერბერტ ფროინდენბერგერმა და გაილ ნორსმა ამ სინდრომის 12 სტადია გამოყვეს:
გადაჭარბებული ენერგია / ამბიცია — ეს ხშირად იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც ახალ სამსახურს იწყებს ან ეკისრება უჩვეულო დავალება. ამბიციებს ისინი გადაწვისკენ მიჰყავს.
აიძულო შენ თავს, იმუშავოს უფრო მეტი — ამბიციები ხშირად მეტი და მეტი საქმის გაკეთებისკენ უბიძგებთ.
საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — იწყებენ ძილის, ვარჯიშის და ზოგჯერ ჭამის "მსხვერპლად შეწირვასაც" კი.
კონფლიქტის სხვაზე გადაბრალება — იმის გააზრების ნაცვლად, რომ საკუთარ თავს აიძულებენ, მაქსიმუმი აკეთოს, თავიანთი პრობლემების უფროსზე, სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებზე ან კოლეგებზე გადაბრალებას იწყებენ.
ღირებულებების გადაფასება — იწყებენ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან ცალკე ყოფნას. ისეთი აქტივობები, როგორიცაა წვეულებები, ფილმის ყურება ან პაემანი სასიამოვნოს ნაცვლად მოსაბეზრებელი ხდება.
უარყოფა — მოუთმენლობა იზრდება. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად, იწყებენ სხვებზე ბრალის დადებას. ისინი არაკომპეტენტური, ზარმაცი და მბრძანებლური ხასიათის ჰქონიათ.
უკან დახევა — უარს ამბობენ სოციალურ აქტივობებზე. გრძნობენ, რომ სტრესისგან გათავისუფლება ჭირდებათ. იწყებენ ალჰოკოლის ან ნარკოტიკების მოხმარებას.
ქცევების ცვლილება — ხდებიან აგრესიული და უხეშად ესაუბრებიან საყვარელ ადამიანებს უმიზეზოდ.
დეპერსონალიზაცია — ფიქრობენ, რომ ცხოვრებას ჩამოშორდნენ და მას ვეღარ აკონტროლებენ.
სიცარიელის ან შფოთვის შეგრძნება — შესაძლოა ამ ემოციებთან გასამკლავებლად ისეთ აქტივობებში ჩაერთონ, რომელიც მათში მომენტალურ სიამოვნებას გამოიწვევს — ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკების მიღება, აზარტული თამაშები ან ბევრი ჭამა.
დეპრესია — ამ ეტაპზე ცხოვრება კარგავს აზრს და ადამიანი უიმედოდ გრძნობს თავს.
გონებრივი ან ფიზიკური კოლაფსი — ამ ეტაპზე რთული ხდება გაძლება და საჭიროა სამედიცინო ჩარევა.
როგორ ავირიდოთ თავიდან გადაწვა?
სტრესის თავიდან არიდება რთულია, თუმცა გადაწვის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელია. ამისთვის შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგათ:
ივარჯიშეთ
ვარჯიში არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს, არამედ ემოციურადაც დადებითად დაგმუხტავთ. ამისთვის აუცილებელი არაა, სავარჯიშო დარბაზში საათები გაატაროთ. სახლში მოკლე ვარჯიშები ან თუნდაც გასეირნება ყოველთვის შეგიძლიათ, დღის გეგმაში ჩასვათ.
დააბალანსეთ კვება
ჯანსაღი საკვები, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. თევზი, კაკალი, სელის თესლი და სხვა პროდუქტები თქვენი ხასიათის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
გამოიმუშავეთ ძილის რეჟიმი
ჩვენს სხეულს დასვენება და "გადატვირთვა" სჭირდება, ამიტომ ჯანსაღი ძილი კეთილდღეობისთვის კარგი გზაა. მოერიდეთ ძილის წინ კოფეინს, ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ ეკრანთან დაძინებამდე და შეიმუშავეთ ძილის რეჟიმი.
ითხოვეთ დახმარება
სტრესულ პერიოდში აუცილებელია, რომ დახმარება ითხოვოთ. თუკი ეს გიძნელდებათ, გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ, საკუთარ მდგომარეობაზე ახლო მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ხშირად უამბოთ და რთულ პერიოდში ერთმანეთს დახმარება გაუწიოთ.
ამ საკითხებზე 24 ივნისს მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "შენი დილა" მედიცინის დოქტორმა, ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა ისაუბრა.
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
კომენტარები