თიბისის ციფრული ბარათი #შენთვის, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს
ფოტო: TBC
უკვე დიდი ხანია, რაც საბანკო ბარათის სახლში დარჩენა პრობლემა აღარაა — ამ საკითხს Apple Pay და TBC Wallet იდეალურად აგვარებს. გამოდის, ბარათს იმისთვის ვიღებთ, რომ მასზე დატანილი რიცხვები შოპინგისთვის ან გადახდებისთვის გამოვიყენოთ. მაგრამ რამდენად აუცილებელია ამისთვის ფიზიკური ბარათის ქონა? საინტერესოა, რამდენად გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას, რომ ბარათი ციფრულ სივრცეში მისი სრული ფუნქციონალით გადავიტანოთ.
დიდი ხნის განმავლობაში ბარათის შეკვეთა ის ოპერაცია იყო, რომელიც ფილიალში მისვლას საჭიროებდა. მისი დაკარგვაც ხომ ერთი დიდი უსიამოვნება იყო. თანაც, ზოგჯერ ისეც აღმოჩნდებოდა, რომ ბანკში მისვლისა და რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, უიმედოდ გაუჩინარებულ ბარათს რომელიღაც მივიწყებულ ქურთუკში ვიპოვიდით, მაგრამ ასეთ დროს უკვე გვიანი იყო. ახლა კი შეგვიძლია, რომ ესეც დაივიწყოთ და შეუკვეთოთ ბარათი, რომელსაც ფიზიკურად ვეღარ დაკარგავთ, რადგან ის მხოლოდ ციფრული ფორმით არსებობს.
ციფრული ბარათი თიბისიში ჩვენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად შექმნეს. უამრავ შემამსუბუქებულ ფუნქციასთან ერთად, მთავარია, რომ ის ნაღდი ფულის, ფიზიკური ბარათის გამოყენების ან თუნდაც ფილიალში მისვლის საჭიროებას თავიდან გვარიდებს.
თიბისის ციფრული ბარათის შესაძლებლობებსა და მის ინოვაციურობაზე ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით.
ბარათი, რომელიც ყოველთვის შენთანაა
მსოფლიოში ციფრული ბარათის ანალოგებს ხშირად იყენებენ, თუმცა, საქართველოს ბაზარზე თიბისის ეს პროდუქტი პირველი და ინოვაციურია. ბარათის შექმნაზე თიბისის გუნდმა პანდემიამდე დაიწყო მუშაობა, მაგრამ შეცვლილმა რეალობამ კიდევ უფრო ცხადად დაანახათ მისი სწრაფად გამოშვების აუცილებლობა და პროცესი დაჩქარდა.
ციფრული ბარათი ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უკონტაქტოდ, არათუ ნაღდი ფულის, არამედ ფიზიკური ბარათის გარეშეც კი შეასრულონ გადახდები პოს ტერმინალებზე ან გაანაღდონ თანხა ბანკომატიდან.
ახლა, როცა გარეთ გასვლა და ბანკის ფილიალებში სტუმრობა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გავლას, სრული ეკიპირების ჩაცმას და რამდენიმესაფეხურიან დეზინფექციას გულისხმობს, ამ ბარათის გამოყენება დროის და ენერგიის დაზოგვის საუკეთესო გზაა. მის ასაღებად საჭირო არაა არც ფილიალში მისვლა და არც საფოსტო კურიერისთვის ლოდინი.
ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით, შეთავაზებების სექციაში. ის მომენტალურად, ერთ წუთში აქტიურდება და ახალ ან არსებულ ანგარიშს ებმის. ამ მომენტიდან ის შენს ტელეფონში დაიდებს ბინას და ყოველთვის შენთან იქნება.
ფოტო: TBC
ციფრულ ბარათს ისეთივე ფუნქციები აქვს, როგორიც მის ჩვეულებრივ სადებეტო ანალოგს. მისი მეშვეობით შესაძლებელია თანხის გადარიცხვაც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის ფიზიკურ სივრცეში არ არსებობს და ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრულად.
ბარათი გააქტიურებისთანავე შესაძლებელია დაამატოთ Apple Pay-სა და TBC Wallet-ს და გადაიხადოთ ან გაანაღდოთ თანხა. Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. გარდა ამისა, ციფრულ ბარათს მალე დაემატება ელექტრონული კომერციის საიტებზე გადახდის ფუნქცია და სხვადასხვა სახის დიზაინი, რითაც მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გამდიდრდება და მრავალფეროვანი გახდება.
ციფრულ ბარათს კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს — მისი დახმარებით ფიზიკური ბარათის დაკარგვის აღარასდროს შეგეშინდებათ. ასეთი შემთხვევის, ან თუნდაც ბანკომატის მიერ ბარათის "ჩაყლაპვის" დროს, ციფრულ ბარათს მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გაააქტიურებთ, ფიზიკურ ბარათს კი უსაფრთხოების მიზნით დაბლოკავთ.
უსაფრთხოების ზომები ციფრულ ბარათზეც სრულად დაცულია. როგორც თიბისიში გვიყვებიან, ამ ეტაპზე ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებს ბარათის მხოლოდ ოთხი ციფრის ნახვის საშუალება აქვთ, ხოლო მომავალში, როცა ონლაინ ვაჭრობის ფუნქციაც დაემატება მისი სრული მონაცემები პირად ინტერნეტ და მობაილ ბანკის სივრცეში, მხოლოდ მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
რაც მთავარია, მისი შეკვეთა უფასოა, ასევე, პირველი სამი თვის განმავლობაში ბარათის მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდით.
ციფრული ბარათის განვითარებაზე უკვე დაიწყეს ზრუნვა თიბისიში. მომავალში ამ ბარათით ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესის წარმომადგენლებიც ისარგებლებენ, მუშაობა კი გრძელდება ისეთ ინოვაციურ პროექტებსა და პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები