საქართველომ სერიოზულად უნდა აღიქვას კონგრესის შეშფოთება — დენიელ ფრიდი
ფოტო: AFP
ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კონგრესიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილების მნიშვნელობას აფასებენ. ამერიკის ხმასთან საუბარში მიმომხილველები აცხადებენ, რომ კონგრესმენების შეშფოთების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.
შეერთებული შტატების ყოფილი წამყვანი დიპლომატი, დენიელ ფრიდი, რომელიც წარსულში სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების მიმართულებას კურირებდა, აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ კონგრესმენების პოზიცია სერიოზულად უნდა აღიქვას.
"კონგრესის წევრების შეშფოთების უარყოფა ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს. კონგრესის თანამშრომლები ძალზედ გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხზე, რათა მათ საქართველოს სამგანზომილებიანი სურათი დაანახონ. ინდივიდუალური შეხედულებების მოცემულობად მიღება არასწორია და რომელი ქვეყნის ოპოზიციასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, მოვლენებზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეს. თუმცა საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს. მე კონგრესის ყველა შეშფოთებას არ ვიზიარებ და ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ქონდეს საკუთარი არგუმენტი", — ამბობს ფრიდი.
ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ბრაიან უიტმორი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილი ვაშინგტონში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
"პირველ რიგში ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მთავარი მხარდამჭერები არიან შეერთებული შტატების კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება. ჩვენ, ასევე, გვაღელვებს თქვენი აგრესიული ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებს, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია", — თქვა მან.
სვანტე კორნელი, კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტიდან აცხადებს, რომ წერილი კრიტიკასთან ერთად, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება.
„ვხედავთ იმას, რომ ჯერ ისევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, ამერიკის ხელისუფლების და კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა პრობლემების მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს ინტერესს საქართველოს მიმართ. ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილა, მისი დავიწყება არ შეუძლიათ. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ცვლილებები ვიხილეთ. დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი, პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი ქართული ოცნების მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ ადამიანებს არ ქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას“, - ამბობს ის.
მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციას ამერიკის კონგრესის წევრების მხრიდან, კრიტიკული შეხედულებების გახმოვანებაში დიდი როლი არ აქვს.
"ვფიქრობ, ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ აქვს დიდი როლი. [თბილისში] არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თავად ხედავენ რაც ხდება და მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არაა", — უთხრა მან ამერიკის ხმას.
ქართული მხარე კრიტიკულ წერილზე პასუხად აცხადებს, რომ მომავალ კვირაში, ამერიკის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტისას, ისინი ამერიკელ პარტნიორებს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ.
"გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ წერილის პასუხად.
ვაშინგტონს, მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ესტუმრება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები