რუსთავი 2-ის 60%-ს ყადაღა დაედო — დვალი-აქიმიძის ადვოკატი
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
თბილისის საქალაქო სასამართლო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 60 პროცენტს ყადაღა დაადო. ამის შესახებ დვალი-აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს. ცვლილება რეესტრში ჯერჯერობით ასახული არაა.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელსაც 2004 წელს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
კომენტარები