ვოლოდიმირ ზელენსკი

26 Sep. 2019, 11:52

მე თქვენ მოგიყვებით ერთ ისტორიას. ისტორიას ადამიანზე, რომლისთვისაც ცხოვრების იდეად იქცა, მისთვის მოესმინათ. ამ ადამიანს ღვთაებრივი ხმა ჰქონდა. მას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონად და კონტრატენორად თვლიდნენ. მისი ხმა ისმოდა კარნეგი ჰოლში, ნიუ-იორკში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, ლონდონის ქოვენთ გარდენში და პარიზის ოპერაშიც. თითოეულ თქვენგანს შეეძლო მოესმინა მისი საოცარი სიმღერა. მაგრამ არის ნივთი, რომელიც ამის საშუალებას არ მოგცემთ და ის ასე გამოიყურება [ტყვია].

12,7 მილიმეტრიანი ტყვია, რომელმაც არამხოლოდ მისი კარიერა, მისი სიცოცხლეც დაასრულა. ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ამდენად ფასობს ადმიანის სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე.

ასეთი ისტორია ათასობითაა, ასეთი ტყვია კი მილიონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში, მას შესაძლებლობების საუკუნეს ეძახიან. აქ მოსმენის შესაძლებლობაზე მეტად, იმის შესაძლებლობაა რომ მოგკლან.

ადამიანი, რომელზეც გიამბეთ ვასილი სლიპაკია. ის უკრაინელი იყო, პარიზის ნაციონალური ოპერის სოლისტი. ის დონბასში დაიღუპა, როცა უკრაინას იცავდა რუსული აგრესიისგან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული

გორის საკრებულოს ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძე დაკავებულია. ამის შესახებ…