არ გავიკეთებ ჰიჯაბს - აშშ-ის ჩემპიონი ჭადრაკში ირანის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
ფოტო: uschesschamps.com
ყველაზე წარმატებულმა ქალმა მოჭადრაკემ, ნაზი პაიკაძემ კიდევ ერთხელ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. მან განცხადა, რომ ირანში დაგეგმილ თებერვლის ქალთა ჩემპიონატს ჭადრაკში ბოიკოტს უცხადებს, რადგან მისთვის ჰიჯაბის ტარება მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ WashingtonPost ავრცელებს.
ამჯერად აშშ-ის ჩემპიონის, პაიკიძის სახით ტურნირს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და დიდი ყურადღება დააკლდება. მან ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს გოგონებს ჭადრაკის სამყაროში მოსახვედრად.
ბოლო დროს ისლამური საზოგადოებრივი სამოსი ქალებისთვის მუსლიმურ იდენტობასთან დაკავშირებული პროტესტებისა და ბრძოლების მიზეზი ხშირად ხდება. ირანში ზოგიერთი აქტივისტი ჰიჯაბების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.
სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია, ქალების ზოგიერთ ჯგუფს იმ შეზღუდვების წინააღმდეგ არაერთხელ უბრძოლიათ, რომლებიც ზოგიერთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თავსაბურავის ტარებას კრძალავდა, მაშინ, როცა კონსერვატორი ქალთა ჯგუფები, დასავლეთში, ათლეტურ შეჯიბრებებსა თუ სხვა ღონისძიებებში თავსაბურავის ტარების უფლებას ითხოვდნენ.
პაიკიძე თავის ინსტაგრამ პოსტში წერს:
"ზოგი ჰიჯაბს კულტურის ნაწილად განიხილავს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველდღიურად, უამრავი ირანელი ქალი აპროტესტებს ამ იძულებით კანონს და ამით რისკავს ძალიან ბევრს. ამიტომ არ გავიკეთებ ჰიჯაბს და არ დავუჭერ მხარს ქალების ჩაგვრას."
პაიკიძემ ასევე გაუშვა ონლაინ კამპანია Change.org-ზე. კამპანია მოითხოვს, რომ მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქალთა ჩემპიონატის მასპინძელი ირანი იქნება:
"ეს საკითხები ჭადრაკის სამყაროს სცდება. მაშინ, როდესაც ირანმა სოციალური პროგრესი განიცადა, ქალთა უფლებები მაინც ძალიან შეზღუდული რჩება. ეს ერთ ღონისძიებაზე მეტია. ეს არის ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის."
პეტიციას უკვე 8 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.
თუმცა პაიკიძის პოზიციას ყველა არ იზიარებს. მიტრა ჰიჯაზიპური, 2015 წლის აზიის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული, Guardian-თან ამბობს, რომ ბოიკოტი ირანში ქალთა სპორტისთვის რეგრესი იქნება:
"ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება, რომელიც ირანელ ქალებს უნახავთ. ჩვენ არასდროს გვქონია საშუალება ჩაგვეტარებინა ტურნირი სპორტის სხვა სახეობაში წარსულში. ბოიკოტისკენ მოწოდება სწორი არ არის. ეს თამაშები მნიშვნელოვანია ირანელი ქალებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სიძლიერე."
CNN-ის ინფორმაციით, ირანი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ტურნირის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ქალთა ჭადრაკის ფედერაციის (WCF) წარმომადგენლის თქმით კი, 150 ეროვნული ფედერაციიდან არც ერთს არ გაუწევია წინააღმდეგობა.
ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში WCF წერს:
"ღონისძიების დროს ჰიჯაბის ტარება არ არის [ფედერაციის] რეგულაცია, ან ვალდებულება."
განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მონაწილეებისგან "ადგილობრივი ტრადიციების, ჩვეულებების, კანონებისა და რელიგიების პატივისცემას და ყოველი საქციელის კონტროლს მოითხოვს, რათა ადგილობრივებმა შეურაცხყოფილად არ იგრძნონ თავი."
განცხადებაში ასევე წერია, რომ ირანის ჭადრაკის ფედერაციამ წარმატებით უზრუნველყო თებერვლის ღონისძიების ორგანიზება.
პაიკიძე რუსეთში დაიბადა და საქართველოში, თბილისში, გაიზარდა. ჭადრაკი მისი სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილი იყო. მან დაიწყო ეროვნული ტურნირების მოგება და საერთაშორისო ახალგაზრდულ ჩემპიონატებში მონაწილეობა. 18 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და Maryland Baltimore County-ს უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
2015 წლის აშშ-ის ტურნირში მან მეორე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონიც გახდა. მის ვებსაიტზე განთავსებულია ინფორმაცია 12-ზე მეტი ჯილდოს შესახებ. არის საერთაშორისო ოსტატი, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს ტოპ 100 მოქმედ მოთამაშეებს შორის და WCF-ს თანახმად, მეოთხე ადგილზეა აშშ-ში.
მიუხედავად იმისა, რომ პაიკიძის მსგავსი ქალები კანონს ბოიკოტს უცხადებენ, ზოგი ქალი ჰიჯაბში კომფორტსაც პოულობს. Guardian-ის მოსაზრებების განყოფილებაში ნადია ტაკოლია, მკვლევარი წერს, რომ ჰიჯაბმა მას მისცა ძალა და დაიცვა, რომ არ ეგრძნო თავი როგორც "პაიკს საზოგადოების სილამაზის თამაშში":
"მაგრამ საზოგადოებაში, რომელშიც ქალის ფასი თითქოს მის სექსუალურ მომხიბვლელობაზე ფოკუსირებული, ზოგიერთი ქალი მიერ ჰიჯაბის ტარება მკაფიოდ ფემინისტური პოზიციაა, რომელიც ამტკიცებს ქალთა უფლება-შესაძლებლობების გაფართოების ალტერნატიულ მეთოდს. არა რელიგია, არამედ პოლიტიკაა აქ მოტივატორი. მე ვარ ერთ-ერთი ასეთი ქალი".
თავისი პოზიციის გავრცელების შემდეგ პაიკიძემ აღნიშნულ თემას კიდევ ერთი ინსტაგრამ პოსტი მიუძღვნა:
"შეტყობინება ირანელი ხალხისთვის: მე არ ვარ ისლამის ან/და სხვა რელიგიის მოწინააღმდეგე. მე მხარს ვუჭერ რელიგიისა და არჩევანის თავისუფლებას. მე ვაპროტესტებ მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებას არა ირანის რელიგიისა და ხალხის გამო, არამედ სახელმწიფოს კანონების გამო, რომლებიც ჩემი, როგორც ქალის უფლებებს ზღუდავენ. ჩემი პირადი გამოცდილებები ირანელ ხალხთან შესანიშნავია. ერთ დღეს იმედი მაქვს ვესტუმრები ირანს და ვნახავ სრული თავისუფლებისა და თანასწორობის მქონე ქალებს".
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
კომენტარები