რამდენიმე სიტყვით კუს ტბის შესახებ
ფოტო: aquatarkus / Shutterstock
თიხაზე დატანილი უძველესი ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასახლებას უნდა ჰქონდეს წყალსაცავი ან ტბა, სადაც წვიმის წყალი შეგროვდება და მაცხოვრებლებს უწყლო პერიოდებს გადაატანინებს.
ტბის ზედაპირი წვიმის წყალთან ერთად ისტორიასაც ინახავს. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, მაგრამ ტბაზე ეს არავის უთქვამს. რამდენჯერაც არ უნდა შეაბიჯო ტბაში, იმდენჯერ იგრძნობ, რომ რაღაც შენზე დიდის ნაწილი ხარ.
თბილისს ბუნებრივად, მეწყრული ქანების დაცურების შედეგად გაუჩნდა ერთი ასეთი საცავი - კუს ტბა, რომელსაც სხვაგვარად ქორქის ტბაც ჰქვია.
მცირე ზომის ბუნებრივი ტბა თავის დროზე მიწისქვეშა შენაკადებმა წარმოშვა. ზემოდან გადაღებულ სურათებს რომ უყურებ, მის რეალურობაში ეჭვიც შეიძლება შეგეპაროს: ხევის იქით არაფერია, აქეთ გამოაყოლებ მზერას და - უცებ სიმწვანეში ჩაკარგული ცისფერი ლაქა. ლანდშაფტის შეცდომა.
ფოტო: Georgian Travel Guide
სანამ აქაურობა უფრო დაჭაობებული იყო, კუებს ნამდვილად წააწყდებოდით. ახლა - შედარებით იშვიათად. კუს ტბის რეზიდენტი მეთევზეები ამბობენ, რომ აქ დიდ თევზებს იშვიათად იჭერენ, მაგრამ ეგ დიდად არ აღელვებთ, რადგან თევზაობის მთავარი მიზანი დიდი თევზის დაჭერა ყოველთვის არაა.
კუს ტბა საბჭოთა კავშირში
1960-იანი წლები კუს ტბისთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყო. მაშინდელმა ცენტრალური კომიტეტის მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ საბაგიროს გაკეთება გადაწყვიტა, რომელსაც ვაკე კუს ტბის შემოგარენთან უნდა დაეკავშირებინა. კილომეტრ-ნახევრიანი ბაგირი ვაკის პარკის თავზე გადაიჭიმა. ამ სიახლეს ზაფხულის სიცხეში თბილისში ჩარჩენილი მაცხოვრებლებისთვის შვება უნდა მოეგვარა.
ფოტო: კუს ტბა, 1964 წელი.
სერგეი ალიხანოვის ფოტო
ვაკიდან კუს ტბამდე მიმავალი საბაგიროს გახსნის შემდეგ თბილისელებმა კუს ტბა თავიდან აღმოაჩინეს. საბაგიროს გაკეთებამდე კუს ტბას მხოლოდ ერთეულები სტუმრობდნენ: ფეხით ასასვლელად საკმაოდ შორი და დამღლელი გზა იყო, მანქანები კი ჯერ კიდევ არ ჰყავდა ყველას. მარტივმა და იაფმა შესაძლებლობამ კუს ტბის ირგვლივ ადამიანთა აქტიურ სოციალიზაციას შეუწყო ხელი და ამ მანამდე დაკარგულ სივრცეს ახალი სუნთქვა გაეხსნა.
კუს ტბა ბუნებრივად ჩაეწერა თბილისელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსახლეობას საშუალება მიეცა აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესი დაენერგა ყოველდღიურობაში. კუს ტბის გარშემო სირბილიც სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს.
კუს ტბა ხშირად მასპინძლობდა სპორტულ შერკინებებს. შეიძლება ეს ყოფილიყო ველოსიპედებით რბოლა, ან სულაც ნაოსნობა. ტბის მცირე ზომა ძალზე მოსახერხებელი იყო საცურაოდაც. მოგვიანებით პლაჟიც მოაწყვეს და კატამარანებიც დაამატეს. თბილისელებს ჩვევაში გაუჯდათ უქმე დღეებში კუს ტბის მახლობლად ოჯახებით დასვენება.
კუს ტბა, 1960-იანი წლები
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
კუს ტბა, 1970-იანი წლები
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
საბჭოთა ხუთწლედები მეტ-ნაკლებად ჰგავდა ერთმანეთს. შესაბამისად, ერთფეროვნად და მოსაწყენად ცხოვრობდა კუს ტბაც 1970-იან წლებში. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, ბრეჟნევის "ზასტოის" დასრულების შემდგომ დაძრულმა ცვლილებების ქარმა ამ წყალსატევის ნაპირებამდეც მოაღწია, ოღონდ, ეს სასიკეთო ამბებს არ მოასწავებდა.
90-იანები
ფოტო: Aleksey V
1990-იან წლებში კუს ტბაზე საცურაოდ ან დასასვენებლად თითქმის არავინ ადიოდა. ქალაქში არსებული სიტუაცია სარკისებურად აირეკლა გარემოზეც და სპორტული ფორმებით მორბენალი ადამიანები ასევე სპორტული ფორმებით მორბენალმა იარაღიანმა ბიჭებმა ჩაანაცვლეს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია საშიში გახდა.
ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ჩამოყალიბებულმა ელექტრონული მუსიკის მძლავრმა სცენამ ამ ტერიტორიასაც დაატყო თავისი ხელი
განუკითხაობის დასრულებასთან ერთად კუს ტბას პირვანდელი დანიშნულებაც დაუბრუნდა. მიმდებარე ტერიტორია ეტაპობრივად გამოცოცხლდა, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით.
ტერიტორიას დასვენების ზონების გარდა დაემატა კაფე-ბარები, რამაც კუს ტბა ქალაქის კულტურულ რუკაზე დააბრუნა. მეგობართან მშვიდად საუბრისა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის პერსპექტივა კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდა.
ახლა
ფოტო: ცისკარი
ეტაპობრივად კუს ტბას თბილისში ჩამოსული ახალგაზრდა ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილად გადაიქცა. ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ჩამოყალიბებულმა ელექტრონული მუსიკის მძლავრმა სცენამ ამ ტერიტორიასაც დაატყო თავისი ხელი. წლების განმავლობაში ზაფხულობით მიმდებარე სივრცეებში ელექტრონული მუსიკა თავისკენ იზიდავდა ბეტონის შენობებისგან დაღლილ ახალგაზრდებს. ტბის გარშემო სირბილს კიდევ ერთი ტრადიცია დაემატა: კლუბში გატარებული პარასკევი ღამის შემდეგ შაბათს ყველა მეგობრის შეღვიძება და კუს ტბის სიმწვანეში "ერთად გდება".
ამჟამად კუს ტბაზე დილა-საღამოობით მოძუნძულე ადამიანებთან ბავშვებთან ერთად მოსეირნე ოჯახებსაც ხშირად შეხვდებით. მიმდებარე ტერიტორია ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანს თანასწორად იტევს. თითოეული მათგანი სხვადასხვა რამეს ეძებს ამ პატარა ტბის მიმდებარედ და პოულობს კიდეც: ზოგი ფიზიკურ სიჯანსაღეს, ზოგი - გრილ ჰაერს, ზოგი - ადგილს საყვარელ ადამიანთან განსამარტოებლად და ზოგიც, უბრალოდ, ქალაქის ხმაურიდან აღებულ რამდენიმეწუთიან პაუზას.
კუს ტბა კი ისევ ისეთია, როგორიც ყოველთვის იყო: თბილისისთვის - ცოტა პატარა, მაგრამ საკმარისად მშვიდი.
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
კომენტარები