10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ფრენა დაგვიანდა ან გაუქმდა
ფრენის დაგვიანება ან კიდევ უფრო უარესი, გაუქმება შემაწუხებელი გამოცდილებაა. ბორტზე ასვლის წინ ტრადიციულ სასიამოვნო ცქმუტვას თავის ტკივილი ანაცვლებს, საათივით აწყობილი გეგმები კი თავდაყირა დგება. რას შვრება ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა? ფეისბუქზე გაბრაზებულ სტატუსს წერს, მეგობრებთან წუწუნებს და ახალ რეჟიმზე გადაწყობას ცდილობს. თუ თქვენც შეგმთხვევიათ მსგავსი რამ და მოგვიანებით ავიაკომპანიისთვის მიგიმართავთ, ალბათ, სტანდარტული პასუხიც გეცოდინებათ: "ამინდის გაუარესება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზია და შესაბამისად, კომპენსაციას ვერ გავცემთ. ფრენა რომ დაგეზღვიათ, მაშინ სულ სხვა სურათი გვექნებოდა..."
ეს ის მომენტია, როცა მოგზაურების დიდი ნაწილი ხელს იქნევს, თუმცა შედარებით ჯიუტები და მიზანდასახულები საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან ხოლმე. მათ მიზანდასახულობას მარტივი ახსნა აქვს: როცა შენი უფლებები იცი, ბევრად თავდაჯერებულად შეგიძლია მოითხოვო ის, რაც გეკუთვნის.
აი, ის 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ფრენა დაგვიანდა და გაუქმდა:
1. კომპენსაცია ავიაკომპანიის კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა
ფრენის გაუქმების ან დაგვიანების დროს ავიამგზავრთა უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს. მათ შორის არის ევროკავშირის რეგულაცია #261/2004, რომელიც ავიაკომპანიას ავალდებულებს, მგზავრებს 600 ევრომდე კომპენსაცია გადაუხადოს.
2. თუ რეისმა 2 საათზე მეტით დაიგვიანა, ავიაკომპანია ვალდებულია, თქვენზე იზრუნოს
ფოტო: Flyinspectors
რა თქმა უნდა, ზრუნვაში ზურგზე ხელის თანაგრძნობით ტყაპუნს არ ვგულისხმობთ: თქვენ გეკუთვნით უფასო სასმელი და საჭმელი - მაგალითად, ვაუჩერის სახით, სატელეფონო ზარის ან ელ-ფოსტის გაგზავნის შესაძლებლობა და სასტუმროსა და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა.
ეს ყველაფერი ავიაკომპანიის წარმომადგენელთან შეუთანხმებლადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ, მთავარია, ჩეკები შეინახოთ.
3. კომპენსაციის რაოდენობა ფრენის მანძილზეა დამოკიდებული
ფოტო: Flyinspectors
თუ რეისი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლას 3 საათზე დიდი ხნით დააგვიანებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. მისი რაოდენობა 250 ევროდან იწყება და 600 ევრომდე ადის.
- თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-მდე – 250 ევრო;
- თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-დან 3500 კმ-მდე – 400 ევრო;
- თუ ფრენის მანძილია 3500 კმ და მეტი – 600 ევრო.
თუ რეისმა 5 საათზე მეტით დაიგვიანა, თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ამ რეისით წასვლაზე, მიუხედავად იმისა, დაგვიანება არის თუ არა გამოწვეული ავიაკომპანიის ბრალით.
4. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა "განსაკუთრებულ გარემოებად" არ ითვლება
ფოტო: Flyinspectors
ავიაკომპანიები კომპენსაციის გადახდას ყოველთვის გაურბიან და ხანდახან ცუდ ამინდს იმიზეზებენ მაშინ, როცა ფრენა სულ სხვა მიზეზით გადაიდო ან გაუქმდა.
განსაკუთრებული გარემოება შეიძლება იყოს თვითმფრინავზე მეხის დაცემა, ან ძრავში ფრინველის შეღწევა, სტიქიური უბედურება, მაგრამ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა განსაკუთრებულ გარემოებად არ ითვლება.
5. შეგიძლიათ კომპენსაცია 3 წლის წინ დაგვიანებულ / გაუქმებულ რეისზეც მოითხოვოთ
ფოტო: Flyinspectors
ხანდაზმული ფრენა განისაზღვრება 1-დან 6 წლამდე, მაგალითად, საქართველოში შეგიძლიათ მოითხოვოთ 3 წლის წინანდელი ფრენის ანაზღაურებაც. ავიაკომპანიამ შეიძლება უზრუნველყოს დაგვიანებული, გადადებული ფრენის შემთხვევაში თქვენი სასტუმროს და კვების ხარჯები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპენსაცია არ გეკუთვნით.
6. თუ აეროპორტში თქვენთან "მორიგებას" შეეცდებიან, ხელი არ მოაწეროთ
ხშირად ავიაკომპანიის თანამშრომელი მგზავრს ხელს აწერინებს დოკუმენტზე, რომლითაც ის კომპენსაციის უფლებაზე უარს ამბობს. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ, რას გთავაზობთ ავიაკომპანია და ვაუჩერების სანაცვლოდ საკუთარ უფლებებს ნუ დათმობთ.
7. შეგიძლიათ ავიაკომპანიასთან დამოუკიდებლად იდავოთ, თუმცა წარმატების შანსი მეტია, თუ Flyinspectors-ს მიმართავთ
ფოტო: Flyinspectors
Flyinspectors უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მგზავრთა უფლებების დასაცავად და წარმატების 99%-იანი მაჩვენებელი აქვს. ხშირად მათთან ის კლიენტებიც ხვდებიან, რომელთაც მსგავსი ტიპის სხვა კომპანიაში დახმარებაზე უარი უთხრეს. ფრენასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, საკმარისია, შეავსოთ განაცხადი. ამის შემდეგ Flyinspectors განიხილავს თქვენს ქეისს და შეასრულებს ყველა სამუშაოს. Flyinspectors-ის ჩარევის შემდეგ თქვენ აღარაფრის გაკეთება გჭირდებათ, გარდა იმისა, რომ დაუცადოთ მესიჯს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
დიახ, ყველაფერი ასეთი მარტივია.
8. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა, თქვენ არაფერს იხდით
ფოტო: Flyinspectors
კომპენსაციის ჩარიცხვის შემდეგ კომპანია დაუყონებლივ გირიცხავთ კომპენსაციის თანხას 25% საკომისიოს გამოკლებით. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენ საერთოდ არაფერს იხდით.
ანაზღაურება ევროში ხდება.
9. თქვენ გეკუთვნით არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ იმ ზარალის ანაზღაურებაც, რომელიც რეისის დაგვიანება/გაუქმების გამო მოგადგათ
ეს ის ნაწილია, რომელსაც ყველა კომპანია არ იღებს ხოლმე საკუთარ თავზე. ფრენის კომპენსაციის მოპოვება შედარებით მარტივია, მაგრამ ვინ აანაზღაურებს ხარჯს, რომელიც სასტუმროში გაცდენილი დღის გამო მოგადგათ? ან იმ ხარჯებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გასწიეთ, რომ დროულად ვერ ჩახვედით დანიშნულების ადგილას?
ამ შემთხვევაშიც Flyinspectors დაგეხმარებათ. ამ კომპანიის იურისტები აღებულ დავებს მიყვებიან ყველა ინსტანციაში, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოშიც.
10. ცდა ყოველთვის ღირს
ფოტო: Flyinspectors
იმის მიუხედავად, რა გითხრათ ავიაკომპანიამ, შეგიძლიათ მაინც სცადოთ Flyinspectors-თან გადამოწმება კომპენსაციის საკითხზე. ონლაინ განაცხადის შევსებას სულ რამდენიმე წუთი უნდა და წარმატების შემთხვევაში, არც თუ ურიგო თანხას მიიღებთ, რომელიც შეგიძლიათ მომავალ მოგზაურობაზე დახარჯოთ.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
კომენტარები