"მაწანწალა" — ჯგუფი Soft Eject ახალ წიგნში საკუთარ ისტორიას გვიყვება
6 ივლისს, 17 საათიდან Lisi Wonderland-ში Soft Eject-ის ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი — ზაფხულის დღის სიზმარი დაიწყება.
საღამოს ჯგუფის კონცერტი გაიმართება და Soft Eject-ის წევრების მიერ შექმნილი წიგნის მაწანწალა პრეზენტაცია შედგება.
პრეზენტაციაზე ჯგუფი შეასრულებს სპეციალურად შერჩეულ რეპერტუარს, რომელიც აღადგენს გერმანიაში ბენდის პირველი კონცერტების სახეს.
მაწანწალა Soft Eject-ის ბენდის წევრების ერთობლივი ნამუშევარია. წიგნის აგებულება უჩვეულო და ექსპერიმენტულია. მასში რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები - სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები ენაცვლება. ნამუშევარი გაფორმებულია საარქივო ვიზუალური მასალით. ტექსტის ავტორები არიან: გია ქარჩხაძე, ირაკლი ჭელიშვილი (ნაწყვეტი დღიურიდან Roll Over Germany, რომელსაც Soft Eject-ის ევროპაში პირველი ტურნეს დროს წერდა), ნოდარ მანჩხაშვილი (მეუღლისადმი მიწერილი წერილი), ილუსტრაციებად გამოყენებულია ვახო ბაბუნაშვილის ესკიზები, შექმნილი Soft Eject -ის კლიპებისთვის.
წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებმაც 90-იანი წლების საქართველო მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დატოვეს (1992 წელს) და ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის ასაშენებლად დასავლეთში (გერმანიაში) გაემგზავრნენ.
ამონარიდები წიგნიდან:
გია
1992 წლის ზაფხულია. საქართველო ენით აუწერელ ქაოსშია - დაპირისპირებული ხალხი, ნაომარი თბილისი, ურთიერთგამომრიცხავი ემოციები. ჯერ იმის გააზრებაც ვერ მოგვისწრია, რომ არა თუ 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმი დასრულდა, არამედ რუსეთის კოლონიად ყოფნის ორი საუკუნეც ყოფნაც მორჩა, დამთავრდა. რამდენიმე წლის წინ ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, არა და ახლა უკვე ერთი სამოქალაქო ომი გადატანილი გვაქვს, ერთი ხელისუფლება დამხობილია, საქართველოში რამდენიმეთვიანი კრიმინალურ-სამხედრო მმართველობა დასრულებულია, მაგრამ ნაცვლად რაიმე უკეთესობისა, საქართველოს მმართველად ყოფილი კომუნისტი ლიდერი მოსკოვიდან ჩამოჰყავს სწორედ იმ ხალხს, გუშინ რომ ლამის დისიდენტებად იწოდებოდნენ. სრული აბსურდი და აურზაურია. და მიუხედავად ამისა, და ყველაფერ ამასთან ერთად, ყოველი მხრიდან განახლების ქარები ქრის. სიოო, წესით უნდა მეთქვა, მაგრამ რა სიო - ლამის ქარიშხალია იმედის და იმედგაცრუებების, სასოწარკვეთის და აღმაფრენის, სიმახინჯის და მშვენიერების, ქარბორბალა, უთავბოლო და უმიზნო, ბოთლიდან ამოშვებული ჯინი, რომელიც არავინ იცის კიდევ როდის და რას ჩაიდენს. სოფთები ქვეყნიდან გავრბივართ.
პეჩო
დღეს დასვენების დღე გვაქვს, ხვალისთვის ვემზადებით. სახლი დავალაგე და დავჯექი დასასვენებლად. თან მინდა დავწერო ცოტა ყველაფრის შესახებ. სულ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მძინავს და მინდა მალე გავიღვიძო, პირველად ცხოვრებაში მთლიანად დამოკიდებული ვარ საკუთარ თავზე, ცოტა მიჭირს, მაგრამ მომავლისთვის ალბათ კარგია, გერმანელები სულ ამბობენ, ყველა საქმე ასე იწყებაო. ყოველ ფენიგს ვითვლით და ამავე დროს ასეთ კარგ პირობებში არასდროს არ გვიცხოვრია. ჩემების გარეშე ძალიან მიჭირს. პატარა ბავშვებს ვერ ვუყურებ, სულ მუშკა მიდგას თვალწინ. ნატაზე მეტად კი საერთოდ არაფერი მინდა, იმით ვცოცხლობ, რომ ოდესმე ეს ყველაფერი მორჩება და სახლში დავბრუნდები. მილიონ რაღაცაზე ვფიქრობ, მაგრამ ახლა რაღაც თავი ვერ მოვუყარე.
წიგნს ერთვის CD, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის ალბომის Wanderer-ის განახლებულ ვერსიას. ალბომიდან სამი სიმღერა 1994 წელს, გერმანიაშია ჩაწერილი, ხოლო დანარჩენი 2000-2001 წლებში თბილისში, Soft Eject-ის სტუდიაში. ალბომის ჟღერადობის თანამედროვე მსმენელზე მოსარგებად ბენდის წევრებმა წელიწადზე მეტი იმუშავეს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები