როგორ ვწეროთ ფიცჯერალდივით
კვლევების თანახმად, მკრთალი განათება და დაბალსიხშირიანი ხმაური შემოქმედებითად აზროვნებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
სკოტ ფიცჯერალდი თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში წერდა თავის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს, ნაზია ღამე. ნაწარმოები ლამის შეუზღუდავი პოტენციალის მქონე კაცის ფიზიკურ, ფინანსურ და მორალურ დაღმასვლას აღწერს. რომანზე მუშაობის პერიოდში ფიცჯერალდი და მისი მეუღლე, ზელდა, ხან საფრანგეთში, ხან შვეიცარიასა და ხანაც ამერიკაში ცხოვრობდნენ. უკანასკნელი 18 თვე კი ლა პეში, ბალტიმორის ჩრდილოეთით მდებარე ძველი, სოფლური ყაიდის სახლში გაატარეს. სანამ ზელდა მახლობელ კლინიკაში შიზოფრენიას მკურნალობდა, სკოტმა უძრავი ქონება თერნბულების ოჯახისგან იქირავა. ენდრიუ თერნბული, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, ფიცჯერალდის მის სახლში დარჩენის პერიოდს თავის ბიოგრაფიულ წიგნში, სკოტ ფიცჯერალდი, იხსენებს.
ლა პეში ცხოვრებისას მწერალი ჩაბნელებულ, არეულ ოთახებში მუშაობდა და გვერდზე ერთი ბოთლი ჯინი ედგა ხოლმე. ხშირად სეირნობდა და უკან დაბრუნებისას დაგროვილ იდეებს საწერ მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებზე იწერდა. შიგადაშიგ თერნბულის შინ დამზადებული ღვინის დაგემოვნებაც უყვარდა.
"გაბრუებული და ფერმიხდილი, არეულ სახლში გამოკეტილი ფიცჯერალდი ხალათსა და პიჟამაში გამოწყობილი დახეტიალობდა ოთახიდან ოთახში და წიგნის სიუჟეტის განვითარების შესაძლო გზებზე ფიქრობდა", - იხსენებს თერნბული თავის წიგნში, - "კაბინეტში დაბრუნებულს, ნაფიქრალი თავისი მომრგვალებული, კოხტა კალიგრაფიით გადაჰქონდა ყვითელ, სტანდარტული ზომის ფურცლებზე. ერთხელ მუშაობა შევაწყვეტინე და სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში მისი თვალებიდან წამოსული სინათლე, მგრძნობიარედ მოკუმული ტუჩები, მისი ლიქიორით გაჟღენთილი აურა".
ზელდა და სკოტ ფიცჯერალდები.
ფოტო: Alamy
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფიცჯერალდმა დროულად ვერ დაასრულა ნაზია ღამე, ისაა, რომ ზელდას მდგომარეობა უარესდებოდა. მაგრამ ალბათ გგონიათ, რომ დიდად არც ალკოჰოლის უდარდელად სმა და დღის ქაოტური განრიგი შეუწყობდა ხელს მის შემოქმედებით პროცესს.
თუმცა, ერთი კვლევა აჩვენებს, რომ იმგვარი არეული, ბნელი, ხმაურიანი, ალკოჰოლით სავსე გარემო, როგორიც ფიცჯერალდმა ლა პეში შეიქმნა, შემოქმედებითად აზროვნების წამახალისებელი შეიძლება იყოს.
სამეცნიერო გამოცემა Journal of Environmental Psychology-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სიბნელე ან მკრთალი განათება თავისუფლად ფიქრს უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, მეტი იდეის დაბადების წინაპირობაა. უფრო ზუსტად, სუსტი განათება გონებას ოთახში არსებულ ნივთებზე ყურადღების გადატანისგან იცავს და ამ გზით შინაგან რეფლექსიასა და საქმეზე კონცენტრაციას აადვილებს.
მომდევნო კითხვა ისაა, საწერ მაგიდაზე ქაოსი სჯობს სუფევდეს თუ მოწესრიგებულობა მართალია, თუ შეზღუდული დრო გაქვთ, დალაგებული მაგიდა ყურადღების კონცენტრირებაში ალბათ მეტად დაგეხმარებათ, თუმცა ერთი მცირე ზომის კვლევამ ისიც აჩვენა, რომ არეულ მაგიდაზე მუშაობა ადამიანებს მეტად ორიგინალური იდეების დაბადებას უადვილებს.
მინესოტის უნივერსიტეტის კარლსონის სკოლის მენეჯმენტის პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი, კეტლინ ვოსი წერს: "შემოქმედებითად აზროვნება ტრადიციის, წესრიგისა და დამკვიდრებული ნორმებისგან თავის დაღწევას მოითხოვს; უწესრიგო გარემო კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ მდგომარეობის მიღწევაში ეხმარება ადამიანებს".
შეგროვებული მონაცემები აგრეთვე ამართლებს იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც ზოგადად საწერ მაგიდებზე ამბობენ უარს და კაფეში მუშაობას ამჯობინებენ. დაბალსიხშირიანი, 50-დან 70-მდე დეციბელის დიაპაზონის ხმაური, რომელიც სწორედ კაფეებში გვხვდება ხოლმე, ოდნავ აღწევს ტვინში მიმდინარე მენტალურ პროცესში, რასაც, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ასოციაციური კავშირების პოვნისას აბსტრაქტული აზროვნების გაუმჯობესება შეუძლია. ამასთან, მაღალსიხშირიანი, დაახლოებით 80 დეციბელიანი ხმაური - როგორიც, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხ მანქანას შეიძლება ჰქონდეს - იმდენად ხელის შემშლელია, რომ, შეიძლება, უბრალო ფიქრიც კი საძნელო გახადოს.
რამდენიმე ისეთი გავლენიანი თანამედროვე შემოქმედის მსგავსად, როგორებიც დონა ტარტი, კვენტინ ტარანტინო, ჯორჯ მარტინი და ნილ გეიმანი არიან, ფიცჯერალდიც ხელით წერას ამჯობინებდა. ის საბეჭდ მანქანას მხოლოდ საბოლოო ვერსიის შესაქმნელად იყენებდა. მართალია, ახლა ცოტა ადამიანიღა წერს ხელით, მაგრამ ეს მეთოდი, შეიძლება, იდეების მოფიქრებას, სწავლასა და დამახსოვრებასაც ამარტივებდეს.
ფოტო: Depositphotos
სხვა კვლევები აჩვენებს, რომ გასეირნება ან მაღალჭერიან ოთახში მუშაობაც ხელს უწყობს არაორდინალურ და აბსტრაქტულ აზროვნებას.
კიდე ერთი რჩევა: ოდნავ შეთვერით. ზომიერი ინტოქსიკაცია - როცა სისხლში ალკოჰოლის დონე 0.075-ს არ სცდება - აუმჯობესებს პრობლემათა გადაჭრის უნარს და, ცნობიერებისა და კოგნიციის ექსპერიმენტის მონაწილეთა თქმით, უეცარი შთაგონების გაჩენასაც უწყობს ხელს. იმავე კვლევაში უეცარი შთაგონების ფენომენმა ფხიზელ ცდისპირებში მნიშვნელოვნად ნაკლებად იჩინა თავი. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საქმის შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დათრობა ყოველთვის კარგი იდეაა. 1934 წლის დეკემბერში რედაქტორის, მაქსველ პერკინსისადმი მიწერილ წერილში ფიცჯერალდი ალკოჰოლის მიღებისას ზომიერების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს: "მოთხრობა კი შეიძლება დაიწეროს ბოთლთან ერთად, მაგრამ რომანის დასაწერად გონებრივი სისხარტის შენარჩუნებაა საჭირო, რათა მოვლენათა განვითარების მთელი სისრულით დანახვა შეძლო".
ფიცჯერალდმა ნაზია ღამე ლა პეში ყოფნისას, 1933 წლის შემოდგომაზე, 37 წელს მიტანებულ ასაკში დაასრულა. რომანის წერის პერიოდში მისი მეუღლე ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფაზაში იმყოფებოდა, მამამისი გარდაიცვალა, თვითონ კი ტუბერკულოზმა ისე დააავადა, რომ კვირების განმავლობაში საწოლზე აჯაჭვავდა და მუშაობის უნარს ართმევდა. ამ დროისთვის მას უკვე გამოცდილი ჰქონდა თავბრუდამხვევი, მაგრამ სწრაფმავალი პოპულარობა, რომელსაც მან 23 წლის ასაკში დაწერილი წიგნით, სამოთხის ამ მხარეს, მოიპოვა. ახალი რომანი კი ფიცჯერალდს საზოგადოებისადმი და საკუთარი თავისადმი დაკარგული რწმენის აღდგენის იმედს უსახავდა.
ფოტო: Bruccoli Collection
პროფესიულ მარცხთან დაკავშირებული განცდები ფიცჯერალდმა ტრაგიკული გმირის, დიკ დაივერის პერსონაჟის შესაქმნელად გამოიყენა; მშობლებისადმი იმედგაცრუება - დიკისა და ნიკოლის ვერშემდგარი ურთიერთობის აღსაწერად; ლუის მორანთან თავისი სასიყვარულო რომანი - დიკისა და როუზმერი ჰოიტის აკრძალული სიყვარულის დასახატად; მეუღლის ავადმყოფობის აუტანელი რეალობა და მის და ედუარდ ჟოზეს შორის გაჩაღებული რომანის მოგონება კი ნიკოლის დაავადებისა და მისი ტომი ბარბანთან ურთიერთობის ამბად აქცია.
1938 წლის 9 ნოემბერს ფიცჯერალდმა ენდრიუ თერნბულის დას, რედკლიფის კოლეჯის მეორეკურსელ ფრენსისს, წერილი გაუგზავნა. გოგოს მწერლისთვის მხატვრული ლიტერატურის შექმნის საკუთარი პირველი მცდელობები გაეზიარებინა და საპასუხოდ ეს სიტყვები მიიღო:
"შენი გული უნდა გაიტანო გასაყიდად, შენი უძლიერესი ემოციები და არა - სადილზე მოსაყოლი, უმნიშვნელო ამბები, შენს სულს ძლივს რომ ეხება".
ასე წარმოედგინა ფიცჯერალდს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი. შესაძლოა, ყველა ეს ხრიკი - განათება, ხმაურის დონე, ალკოჰოლი - დაგეხმაროს კიდეც, მაგრამ გარემო ვერაფრით შეძლებს გული შენ მაგივრად გადაუშალოს მკითხველს. როგორც ფიცჯერალდი თავისი წერილის ბოლოს ამბობს: "წერა იმ პროფესიათაგანია, რომელსაც გარჯა სჭირდება. შენ ხომ არასდროს დაინტერესდები ჯარისკაცით, რომელიც მხოლოდ ოდნავაა მამაცი?!".
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები