აპოლოს ასტრონავტებმა მთვარეზე მოისაქმეს, ამის გამო შეიძლება უკან მიბრუნება მოგვიწიოს
ფოტო: Javier Zarracina/Vox
დაახლოებით 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასტრონავტები პირველად მთვარეზე დაეშვნენ. ნილ არმსტრონგის საკულტო ფეხის ნაკვალევი მთვარეზე ისევ ჩანს, რადგან აქ არ არის ატმოსფერო ან ქარი, რომელიც მის გაქრობას ხელს შეუწყობდა.
მაგრამ უფრო დიდი ნაკვალევი, როგორც აღმოჩნდა, ასტრონავტების მიერ გადაყრილმა ფეკალიებით სავსე 96-მა პარკმა დატოვა.
დიახ, ჩვენმა მამაცმა ასტრონავტებმა დიდებულ კოსმოსში თავიანთი საფენები დატოვეს და არავინ იცის, ისინი რად იქცნენ. ამჟამად, მეცნიერებს იქ ჩასვლა და ამის გამოკვლევა სურთ, რათა ეს მასალა მარსის მომავალ კვლევებშიც გამოიყენონ.
ადამიანის ფეკალიები შეიძლება შემაწუხებლად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად, ჩვენ მიერ დატოვებული ნარჩენები სიცოცხლით სავსეა. ამ მასის დაახლოებით 50 პროცენტი ბაქტერიებისგან შედგება, რომლებიც მიკრობების 1 000 სახეობას შეიცავს.
აპოლო 11-ის მთვარეზე ჩასვლით, ჩვენ, ფაქტობრივად, მიკრობული სიცოცხლე სრულიად ახალ, ექსტრემალურ პირობებში "დავასახლეთ". ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ფეკალიები, თავისი შარდის პარკებით, საჭმლის ნარჩენებითა და ნარწყევით მთვარეზე ერთგვარი ექსპერიმენტია.
ექსპერიმენტმა შეიძლება პასუხი გასცეს იმას, თუ როგორი მოქნილი შეიძლება იყოს სიცოცხლის ნასახი მთვარის ბრუტალურ გარემოში. ამის მიხედვით, თუ მიკრობებს მთვარეზე ადაპტირება შეუძლიათ, შესაბამისად, მათ უნარი აქვთ, სიცოცხლე სხვაგანაც გაავრცელონ, მაგალითად, მარსზე.
აპოლო 11-ის ასტრონავტები და მათი "გასაჭირი"
როდესაც ნილ არმსტრონგმა კოსმოსური ხომალდიდან პირველმა გადმოდგა ფეხი და მთვარეზე დააბიჯა, ცნობილი ნაკვალევის აღბეჭდვის გარდა, ფოტოც გადაიღო. მთვარეზე გადაღებული ფოტო აჩვენებს როგორც მთვარის კრატერულ ნიადაგს, ისე ადამიანების ნაგვის პარკსაც.
ნასას ასტრონავტმა, ბაზ ოლდრინმა, კომენტარის გაკეთება ფეკალიებით სავსე ნაგვის პარკებზე არ ისურვა, თუმცა, როგორც ნასას ოფისი ამტკიცებს, მთვარეზე არსებობდა ან ისევ არსებობს ადამიანის ფეკალიები.
აპოლო 16-ის ასტრონავტმა, ჩარლი დუკმა 71 საათი დაჰყო მთვარეზე 1972 წელს. ტელეფონის ზარით, მან დაადასტურა, რომ მათ ფეკალიები მთვარეზე დატოვეს. - “ჩვენ შარდი და, თუ არ ვცდები, ფეკალიის რამდენიმე პარკიც დავტოვეთ, რომელიც პაკეტში იყო მოთავსებული, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ, რადგან ყველაფერი ნაგვის პარკში იყო მოთავსებული. რამდენიმე ნაგვის პარკი გვქონდა, რომელიც მთვარეზე გადავაგდეთ."
აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება, როგორ შეიძლება ადამიანი არ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მთვარეზე ყოფნისას, სამი დღის განმავლობაში არ მოუსაქმებია. თუმცა, როგორც მან თქვა, სამი დღე არც ისე ბევრია იმისთვის, რომ გაძლო. ლოგიკურია, არა?
როგორც ჩარლი დუკი ამბობს, მათ ნაგავი მთვარეზე იმიტომ ისროლეს, რომ ის მაინც ვერ გადარჩებოდა - მზის რადიაციისგან მალევე დაიწვებოდა - “ძალიან გაგვიკვირდება, თუ რაიმე გადარჩენილი დაგვხვდება." გარდა ამისა, ნაგვის პარკს ისინი უკან მაინც ვერ წამოიღებდნენ.
“მთვარეზე ყოფნის მისია ძალიან ფრთხილად იყო დაგეგმილი და კოსმოსურ ხომალდში წონაც პრობლემატური იყო", - ამბობს ენდრიუ შურგერი, ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერი, -“აუცილებელი იყო, მთვარიდან ქვები წამოგვეღო, შესაბამისად, ნაგავს უკან ვერ წავიღებდით.”
ნასას მიხედვით, მისიისას ასტრონავტები უკანალზე დამაგრებულ პლასტიკურ პარკს იყენებდნენ.
თვითონ მთვარეზე ასტრონავტები ე.წ მაქსიმალურ შთანთქმადობის მოწყობილობას იყენებდნენ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სპეციალურ საფენებს. ეს საშინელი, მოუხერხებელი პროცესი იყო.
ტრამპის ადმინისტრაციას 2028 წლისთვის მიზნად აქვს მთვარეზე ისევ გაფრენა, რაც თანამგზავრზე უფრო დიდხნიან გაჩერებას გულისხმობს.
რადგანაც მთვარეზე გაფრენა უკვე დაგეგმილია, ადამიანების ფეკალიების ნახვა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც იქ ჩასვლა ღირს.
შეიძლება, ერთი შეხედვით, სისულელედ მოგვეჩვენოს, რომ მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ მთვარეზე დატოვებულ ბაქტერიათა სიცოცხლის ალბათობას, თუმცა რეალურად მიკრობთა სიცოცხლისუნარიანობის გამოკვლევამ შეიძლება მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანოს.
ბაქტერიების სიკვდილის ალბათობა მთვარეზე
როგორც ენდრიუ შურგერი ამბობს, დატოვებული ნაგვის პარკები შეიძლება ბაქტერიებსა და ვირუსებს შეიცავდეს. ასტრობიოლოგებისთვის ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პარკები ყველაზე საინტერესო შესწავლის ობიექტები არიან.
თუმცა იმის შანსი, რომ დარჩენილი მიკრობები სიცოცხლისუნარიანები იყვნენ, ძალიან მცირეა. შუბერგმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს პროცესი, თუ როგორ შეუძლიათ მიკრობებს კოსმოსში სიცოცხლის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, სპეციფიკურ პარკში დატოვებული ნაგავი უფრო დაცულია, თუმცა მასზეც იგივე სასტიკი პირობები ვრცელდება, როგორც ღიად დატოვებულ ფეკალიებზე.
დედამიწისგან განსხვავებით, მთვარე სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევა. მას არ აქვს დამცავი მაგნიტური ველი, რომელიც ძლიერ კოსმოსურ რადიაციას გაუძლებს და არც ოზონის შრე, რომელიც მზის რადიაციის შთანთქავს. ატმოსფეროს გარეშე, მთვარე ნეიტრალურ ტემპერატურასაც ვერ ინარჩუნებს. ღამე იქ შეიძლება ტემპერატურა -173℃-ს აღწევდეს, ხოლო დღისით - +100℃-ს.
ასეთი ექსტრემალური პირობები მიკრობებისთვის დამღუპველი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, როგორც შურგერი ამბობს, დაბალი შესაძლებლობაა იმისა, რომ იქ ჩამსვლელებს რაიმე გადარჩენილი დახვდეთ.
ბაქტერიების სიცოცხლის ალბათობა მთვარეზე
მიუხედავად იმისა, რომ მთვარის პირობები ბრუტალურია, იმედის დაკარგვა მაინც არ ღირს “მიკრობებს დიდი დაცვის მექანიზმი არ სჭირდებათ, რათა გადარჩნენ”, - ამბობს მარგარეტ რეისი, სეტის ინსტიტუტის ბიოლოგი.
ბაქტერიები დედამიწაზე ყოველ წერტილში არსებობენ - ოკეანის უკიდურეს ფსკერზეც კი. აპოლო 16-ის მისიაზე, ასტრონავტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც ისინი ინახავდნენ მიკრობთა 9 სახეობას კოსმოსური ხომალდის გარეთ - ბევრი გადარჩა, თუმცა - ცოტა ხნით.
"ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს სიცოცხლის ისეთი განმარტება, რომელსაც რაიმე ფარგლები, ტემპერატურის საზღვრები ან სპეციფიკური პირობები სჭირდება. ჩვენ ნებისმიერი ადგილის გამოკვლევისას ახალ სიცოცხლეს ვპოულობთ", - ამბობს მარგარეტ რეისი.
ბაქტერიებს რეპლიკაცია ტენიანობის გარეშე არ შეუძლიათ. თუ ადამიანების მიერ დატოვებული ნარჩენები კარგ პირობებში იქნება შენახული, ის რაღაცგვარ ნესტს უნდა შეიცავდეს. ნესტში და დახურულ სივრცეში კი რეპლიკაცია შესაძლებელია.
“გარდა ამისა, არ ვიცით, პარკის შიდა ტემპერატურამ რადიაციის პირობებში რამდენ გრადუსს შეიძლება მიაღწიოს. თუ ის 100 გრადუსი ცელსიუსი იქნება, ბაქტერია, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გაძლებს.", - ამბობს შურგერი.
როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ლუპისელა აღნიშნავს, პარკებში არსებული სიცოცხლის ნარჩენები შეიძლება განადგურებული იყოს, თუმცა მათი შესწავლა მაინც ღირს. მეცნიერებმა შეიძლება სწორედ ამ გზით გაარკვიონ, რამდენ ხანს ცოცხლობდნენ ბაქტერიები და ადაპტირდნენ თუ არა მიკრობები მთვარის პირობებთან.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია, მაინც არსებობს შანსი იმის გარკვევისა, განიცადეს თუ არა მუტაცია სიცოცხლის ნარჩენებმა იქ ყოფნის დროს", - ამბობს ლუპისელა.
რეალურად, პატარა შანსია იმისა, რომ არსებულ ბაქტერიებს რაიმე ბუნებრივი სელექცია განეცადათ. თუმცა, თუ ისინი ამ უნარს მთვარის პირობებში შეინარჩუნებენ, მაშინ ისინი უნდა გაზრდილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ.
საინტერესოა ის, რომ მიკრობებს სიცოცხლის განახლება შეუძლიათ. მაგალითად, ბაქტერიის სპორებს, რომლებიც არქტიკაში გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან, საუკუნეების მერე განახლება შეუძლიათ.
არსებობდა თუ არა სიცოცხლე მარსზე?
თუ მიკრობებს მთვარეზე სიცოცხლე განსაზღვრული პერიოდით შეუძლიათ, მაშინ ისინი გარკვეული დროით მარსზეც გადარჩებიან. მარსს ამისთვის თხელი ატმოსფერო, უფრო შესაბამისი გარემო და თხევადი წყლის ნიშნები აქვს. მთავარი კითხვა, რაც მეცნიერებს ამასთან დაკავშირებით უჩნდებათ, მარსზე სიცოცხლის ალბათობას ეხება. გაურკვეველია, პლანეტაზე ოდესმე არსებობდა თუ არა სიცოცხლე. ჯერჯერობით, როგორც ირკვევა, მასზე შესაძლოა ბაქტერია, ან ყველაზე მარტივი მიკროორგანიზმი არსებობდეს.
"შეუძლია თუ არა სიცოცხლეს, რადიოსიგნალებივით გავრცელდეს კოსმოსში, თუ მას რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება იმისთვის, რომ იგი კოსმოსურმა ხომალდებმა და ტექნოლოგიურმა მოწყობილობებმა გაავრცელონ?" - ამ კითხვას მეცნიერი ფილ მეცგერი პასუხობს ტვიტერზე: "ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მეცნიერული კითხვებიდან, რომელსაც პასუხს გავცემთ, როცა მთვარეზე წავალთ."
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა






კომენტარები