ჰოლივუდის ჭკვიანი ვარსკვლავები
თუ გგონიათ, რომ დიდ ეკრანზე გაბრწყინებისთვის ლამაზი სხეული, სტომატოლოგთან უამრავი ვიზიტის შემდეგ დაყენებული ჰოლივუდის ღიმილი და სულ ცოტა ნიჭი საკმარისია, არ ცდებით, ნამდვილად ასეა.
თუმცა, ისევე როგორც ყველგან, ამერიკული კინო სამყაროშიც არიან მსახიობები, რომლებიც არამხოლოდ საკუთარი გარეგნობითა და ნიჭით, არამედ იმითაც გვაოცებენ, რომ მათგან ბევრი საინტერესოს მოსმენა და სწავლა შეიძლება.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ემა უოთსონი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, 2014 წელს კი ბრაუნის უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ცოტა ხნის წინ, ჰარი პოტერის ვარსკვლავი გაეროს კეთილი ნების ელჩად დაინიშნა და ყოველთვის საინტერესო სიტყვით გამოდის სხვადასხვა სამიტებსა თუ შეხვედრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ის აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში და მონაწილეობს კამპანიაში HeForShe.
ნატალი პორტმანის დიდებული კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფსიქოლოგის ხარისხი მიიღო. მას ასევე დასრულებულ აქვს ებრაული უნივერსიტეტი იერუსალიმში და საუბრობს ექვს ენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სტატიები ორჯერ დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალში და როგორც თავად ამბობს, ურჩევნია იყოს ჭკვიანი, ვიდრე კინო ვარსკვლავი.
ფოტო: Nicholas Hunt/Getty Image
ყველაზე ცანცარა ჰოლივუდელი ჯეიმს ფრანკო არც მეტი, არც ნაკლები მათემატიკოსია და თანაც კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ამასთანავე მსახიობს გავლილი აქვს - ნიუ-იორკის კინოს ინტიტუტის კურსები, დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი სადაც ლიტერატურათმცოდნის ხარისხი მიანიჭეს, სამხრეთი კაროლინას უნივერსიტეტში პოეზიის კურსებს ესწრებოდა, ხოლო იელის უნივერსიტეტში მან ინგლისური ენის სპეციალისტის ხარისხი მიიღო. ჯერჯერობით ბოლო მის უნივერსიტეტოგრაფიაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტია, სადაც სცენარის წერის კურსები დაამთავრა.
ფოტო: Cindy Ord/Getty Images for Tribeca Film Festival
თუ ოდესმე სინდი კროუფორდთან შეხვედრა მოგიწევთ, არც კი გაბედოთ იმის თქმა, რომ მოდელებს ჭკუა არ აქვთ. ლეგენდარული მოდელი წლების წინ ქიმიურ ტექნოლოგიებს ეუფლებოდა ილინოიში, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში.
სინდი კროუფორდი
ფოტო: Mark Davis/Getty Images for Sugar Ray Leonard Foundation
ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ლიზა კუდროუ, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ფიბი ბუფე არც მეტი, არც ნაკლები, პროფესიით ბიოლოგია, თანაც სპეციალური განხრით - იკვლევს თავის ტკივილის მიზეზებს. დიახ, ორი წელი ამავე პროფესიით მუშაობდა კიდეც.
ფოტო: Getty Images
ოსკარის სამგზის ნომინანტი, ედვარდ ნორტონი, რომელსაც იელის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, კინო კარიერის დაწყებამდე ერთ-ერთ არაკომერციულ კომპანიაში ანალიტიკოსად მუშაობდა.
ფოტო: laven Vlasic/Getty Images for NAMM
და-ძმა ჯეიკ და მეგი ჯილენჰოლები კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. აღსანიშნავია, "კუზიანი მთის" ვარსკვლავის, ჯეიკის სპეციალობა, ის პროფესიით რელიგიათმცოდნეა.
ფოტო: Jason Merritt/Getty Images
ოსკარის მფლობელმა ჯინა დევისმა დრამის ფაკულტეტი ბოსტონის უნივერსიტეტში დაამთავრა, აღსანიშნავია, რომ მისი მსგავსი მაღალი IQ-ს მონაცემები ამერიკელების მხოლოდ 2%-ს აქვს. 2009 წელს დევისმა დოქტორის წოდება მიიღო ბეითსის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს თემაზე გენდერი და მედია.
ფოტო: Clemens Bilan/Getty Images for Kering
გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნიჭიერი და ამავდროულად განათლებული მსახიობების სრული ჩამონათვალი. საბედნიეროდ ისინი მრავლად არიან - არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფში.
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა

კომენტარები