ექვსი ერის თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვას "მესამეზე" შეძლებთ
ფოტო: Shutterstock / მესამე
რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია, თუმცა საქართველოს გარდა, ევროპაში კიდევ ექვსი ქვეყანა არსებობს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია იგივე თქვას: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი.
1 თებერვალს რაგბიში ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, ექვსი ერის ჩემპიონატი იწყება. კითხვაზე "სად ვუყურო" კი უკვე არსებობს პასუხი. ქართველი გულშემატკივრები თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვას ექსკლუზიურად მესამე არხზე შეძლებენ, კომენტატორი კი ზაალ გიგინეიშვილი იქნება.
მესამეს სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა გოჩა თანდარაშვილმა Sport.on.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ექვსი ერის ჩემპიონატის ჩვენება ტელეკომპანიამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
"წლების წინ საქართველოში მხოლოდ ის უყვარდათ, რომ რუსეთს ვუგებდით. მერე ნელ-ნელა ხალხმა ნაკრები შეიყვარა და სხვა ქვეყნებთან თამაშებზეც გაავსო სტადიონი. ახლა უკვე ის დროა, როდესაც თვითონ სპორტის სახეობა შეუყვარდა ძალიან ბევრ ადამიანს და მარტო ჩვენი ნაკრების თამაშებით არ კმაყოფილდება", - ამბობს გოჩა თანდარაშვილი.
"ექვსი ერის მიმართ ინტერესი უკვე საკმაოდ დიდია. ესაა ტურნირი, რომელშიც გვჯერა, რომ ძალიან მალე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს და ეგეც ცალკე ინტერესის საბაბია", - დაამატა გოჩა თანდარაშვილმა.
საქართველოსთვის ექვსი ერის 2019 წლის ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქეები სწორედ ექვსი ერის წევრები იქნებიან.
"ამის გარდა, ზაფხულში ვეთამაშებით შოტლანდიას, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე უელსს ვეთამაშებით და ჩვენი ქომაგებისთვის საინტერესო იქნება მათი მატჩების ყურება. ჩვენი არხი სპორტულ კონტენტზე დიდ აქცენტს აკეთებს. ჩვენ გვიყვარს სპორტი და ექვსი ერის ტურნირი ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც მაყურებლის მოზიდვის მხრივ, ასევე პრესტიჟის თვალსაზრისით", - ამბობს მესამეს სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, თამაში 00:00 საათზე დაიწყება.
გასულ წელს ტურნირის ჩემპიონი ირლანდიის ნაკრები გახდა. ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ ინგლისის ნაკრებს აქვს მოგებული. რაგბის ექსპერტების აზრით, ირლანდიელებს გამარჯვებისთვის წელსაც დიდი შანსები აქვთ, მათ უშუალო კონკურენტებად კი ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს განიხილავენ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები