ელიზაბეტ მოსის რეაქცია, როცა ოქროს გლობუსზე ტეილორ სვიფტისგან საჯარო მესიჯი მიიღო
ელიზაბეტ მოსს, რომელიც Handmaid's Tale-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოზე იყო ნომინირებული, სასიამოვნო და ამაღელვებელი საღამო ჰქონდა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ტეილორ სვიფტისგან მიღებული სიურპრიზიც იყო. ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა მას ვიდეო მესიჯი გაუგზავნა, რომელიც მოსს წითელ ხალიჩაზე E!-ს ჟურნალისტმა წარუდგინა.
მოსმა 2018 წლის ინტერვიუში თქვა, რომ მხევლის წიგნის გადაღების პარალელურად, ის და სხვა მსახიობები მძიმე სცენების ჩაწერის დასრულების შემდეგ, ტეილორ სვიფტის სიმღერებს უსმენდნენ და მღეროდნენ, რაც მათ განტვირთვაში ეხმარებოდათ.
სწორედ ამის გამო მოუხადა მას მადლობა სვიფტმა:
"გამარჯობა, მე ტეილორი ვარ და ეს ვიდეო ელიზაბეტისთვის ჩავწერე. მადლობა, რომ ინტერვიუში თქვი, რომ მხევლის წიგნის გადაღებისას ჩემს სიმღერებს უსმენდი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სერიალის დიდი ფანი ვარ. იმ დღეს დედაჩემმა და ყველა მეგობარმა დამირეკეს და შენი სიტყვების შესახებ მითხრეს, რადგან მათ იციან, როგორ მიყვარს მხევლის წიგნი".
ტეილორმა მოსს სასიამოვნო საღამო უსურვა და ნომინაციაც მიულოცა. მესიჯის მოსმენისას, ელიზაბეტი რეაქცია ემოციური იყო, ის გაოცებისგან და სიხარულისგან კისკისებდა. მან ტეილორის მიწვევაც მიიღო:
"ღმერთო, რა სიგიჟეა! არც კი მჯერა, რომ მან ჩემ შესახებ იცის. დიდი მადლობა! ტეილორ, სიამოვნებით გესტუმრებოდი და გავატარებდი დღეს შენთან ერთად".
იმედს ვიქონიებთ, რომ ტეილორი და ელიზაბეტი ერთმანეთს ოქროს გლობუსის კულისებშიც უკვე შეხვდნენ, რადგან სვიფტს საზოგადოებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი ჰქონდა — ის მოულოდნელად წარმდგენის როლში მოგვევლინა და იდრის ელბასთან ერთად საუკეთესო ორიგინალური სიმღერის გამარჯვებული დაასახელა.
ნომინაციაში ლედი გაგამ გაიმარჯვა, მას ოქროს გლობუსი A Star Is Born-სთვის დაწერილმა Shallow-მ მოუტანა.
იდრის ელბა და ტეილორ სვიფტი ერთად მონაწილეობენ მიუზიკლის Cats-ის ეკრანიზაციაში. ფილმი, სავარაუდოდ, 2019 წლის 20 დეკემბერს გამოვა.
დაჯილდოებაზე ასევე იმყოფებოდა ბრიტანელი მსახიობი და ტეილორის შეყვარებული, ჯო ალვინი, თუმცა წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად არ გამოჩენილა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები