შსს-მ On.ge-ს ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გამოძიება დანაშაულის არარსებობის მოტივით შეწყვიტა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს ჟურნალისტის, სალომე ჩადუნელის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. მათი ცნობით, გამოძიების შეწვეტის მოტივი დანაშაულის ნიშნების არარსებობა იყო. უწყების პრესსამსახურში გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილზე ვერ საუბრობენ. დიდუბის რაიონის პოლიციის განყოფილებაში კი აცხადებენ, რომ მომჩივანის სახელზე ფოსტაა გამოგზავნილი, სადაც ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი. სხვა ინფორმაციას კი ტელეფონით ვერ მოგვაწვდიან.
28 ნოემბერს, არჩევნების გაშუქების დროს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე, როცა On.ge-ს ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დიდუბის განყოფილება საქმეს ძალადობის მუხლით იძიებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის:
- ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
- თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის:
- მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე;
- ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე;
- ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე;
- აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
- გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;
- ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;
- ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;
- რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრის და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე;
- ლაგოდეხში ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;
- თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე www.on.ge-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;
- თბილისში, გლდანის რაიონში საარჩევნო უბანზე ფანჯრის მიზნის დაზიანების ფაქტზე.
შსს-ს ცნობით, სულ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები.
მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები