ხანძრის დაზღვევა — ალდაგის ინოვაციური სერვისი წელიწადში მხოლოდ 50 ლარად
უბედური შემთხვევები ხშირად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ მათი თავიდან არიდება რთულია, ცუდი სიტუაციებისთვის მომზადება წინასწარ ნამდვილად შეგვიძლია.
ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც სახლს და ოჯახს შეიძლება შეემთხვეს და თითქმის წარმოუდგენელიც კია, ამ საშინელ ამბავს დანაკარგისა და ფინანსური ზარალის გარეშე გადაურჩე. ხანძრის შემთხვევაში მიყენებული ზარალი რამდენიმე ათასსაც აღწევს და ამაში არა მხოლოდ დამწვარი ნივთები, არამედ სახლისთვის პირველადი სახის დაბრუნების ხარჯიც იგულისხმება.
საქართველოში, სადაც შენობების უმრავლესობა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ხანძრისგან დაზღვევა ლოგიკური გამოსავალია. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა კომპანია ალდაგი, როცა ეს პროდუქტი შეიმუშავა.
ინოვაციურ პროდუქტთან დაკავშირებით, ალდაგის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ნინა იანკოვსკაია გვესაუბრა:
2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხანძრის 15 222 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემს მკვეთრად აღემატება. ადამიანები, როგორც წესი, ხანძრის შემდგომ მარტო რჩებიან ხოლმე შედეგებთან და არ აქვთ საშუალება, თუნდაც ნაწილობრივ აინაზღაურონ ზიანი. ჩვენც აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დავფიქრდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა პრევენციის მიზნით, ან იმ ხალხისთვის ხელშესაწყობად, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგება. ამიტომ შევქმენით ეს ცალკე პროდუქტი.
საქართველოში პირველია ეს სერვისი?
ხანძრის დაზღვევა, როგორც ცალკე სერვისი, საქართველოში პირველია. ქონების დაზღვევა დიდი ხანია არსებობს და გვაქვს, მაგრამ შევქმენით შედარებით მცირე ზომის, შედარებით დაბალი ღირებულების მქონე პროდუქტი, რომელიც ამ რისკს დაფარავდა სრულად. ხანძრის დაზღვევა წელიწადში 50 ლარი ღირს და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა სახლის, აგარაკისა და ბინის დაზღვევა შეიძლება.
ვის შეუძლია ხანძრის დაზღვევა?
ფიზიკური პირებს, თუმცა არაა აუცილებელი, რომ დამზღვევი ბინის მესაკუთრე იყოს. ეს შეიძლება იყოს დამქირავებელიც.
არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს ბინა, ან რამხელაა ის. ამ პროდუქტით იზღვევა სახლი და აგარაკი მთელი საქართველოს მასშტაბით. დაზღვეულია რემონტი, საყოფაცხოვრებო საინჟინრო მოწყობილობები.
როგორ უნდა შეიძინოს მსურველმა ხანძრის დაზღვევა?
პოლისის შეძენა ალდაგის საიტზეა შესაძლებელი და ძალიან მარტივია. დამზღვევმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია ბინის ან აგარაკის თაობაზე — კვადრატულობა, როდისაა აშენებული, როდისაა ბოლოს გარემონტებული. შემდეგ კი, პირადი ინფორმაცია. შემდეგ უნდა გაეცნოს პირობებს და დადასტურების შემდეგ, გადაიხადოს ღირებულება. ოფისში მისვლა პროდუქტის შეძენის არც ერთ ეტაპზე არაა საჭირო.
ონლაინ შეძენისა და გადახდის შემთხვევაში, დაზღვეული მეილზე მიიღებს პოლისს, რაც დაადასტურებს იმას, რომ მისი ქონება დაზღვეულია.
რა შემთხვევაში აანაზღაურებს ალდაგი ხანძრის ზარალს და რა ოდენობით?
რისკი, რომელიც იფარება, არის ხანძარი, აფეთქება და მეხის დაცემა. პოლისი ფარავს სხვადასხვა მიზეზით გაჩენილ ხანძარს, მათ შორის, დაუდევრობითაც.
ხანძრით გამოწვეული ხარჯების სრულად დაფარვაში იგულისხმება მის შედეგად მიყენებული ზიანიც. არაა აუცილებელი, მთელი სახლი იყოს დამწვარი. ხანძარს შეუძლია პატარა ზიანის გამოწვევაც, მაგალითაც, ჩაქრობის დროს მიყენებული დაზიანებებები, რომელიც ასევე ანაზღაურდება.
რა განასხვავებს ამ პროდუქტს ქონების დაზღვევისგან?
ჩვეულებრივ ქონების დაზღვევაში ხანძრის რისკი, რა თქმა უნდა, შედის, უბრალოდ იქ კიდევ სხვა რისკებია და პროცესი უფრო ხანგრძლივია. პოლისში მოჭრილ თანხას იხდი და კონკრეტული რისკისგან იცავ თავს. ხანძრის დაზღვევის ცალკე პროდუქტად გამოყოფა მომხმარებლის ინტერესისა და ხანძრის სიხშირის გამო მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები მრავალფეროვანია: გაუმართავი ელექტრობით დაწყებული, დაუდევრად გადაგდებული სიგარეტით დამთავრებული და სამწუხაროდ, უფრო ხშირია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
დაზღვევის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი და სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება. წელიწადში 50 ლარად კი დაზღვევასთან ერთად, მშვიდ ძილსაც ყიდულობთ.
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
კომენტარები