10 ფრაზა, რომლის მოსმენაც ყველა ვეგეტარიანელს ყელში აქვს ამოსული
ფოტო: metro.co.uk/Imgur
უკვე რამდენიმე წელია, ვეგეტარიანელების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. მეც გაბრწყინებული სახით ვუყურებ ტალღას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოსაა მოდებული. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთნაირად გვიხარია მარხვა, ერთნაირად გვაღიზიანებს ნატურალურ ბეწვზე შეშლილი დიზაინერები და, რაც მთავარია, ერთნაირი სიხშირით გვიწევს იმ ფრაზების მოსმენა, რომლებიც ქვემოთ წერია:
1. მცენარეები არ გეცოდება?
სიმართლე გითხრა, არა, რადგან კიტრის დაჭრისა და ძროხის დაკვლის ყურება ერთი და იგივე არაა.
2. უეჭველი, სახლში რომ მიდიხარ, ჩუმად ხორცს ჭამ
ფოტო: Giphy
საკუთარი ყასაბიც კი მყავს, რომელიც იატაკქვეშა გვირაბის დახმარებით ხორცით მამარაგებს.
3. არც ქათამს არ ჭამ?
ფოტო: Giphy
ქათამი ხომ რეალურად ბოსტნეულია.
4. რანაირი ქართველი ხარ, თუ მწვადს და ხინკალს არ ჭამ?
ფოტო: Giphy
რანაირი და, ვცდილობ, იმერულად ვუყურო სამყაროს: მჭადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო, etc
5. ადამიანს ეშვები იმიტომ აქვს, რომ ხორცისმჭამელად არის გაჩენილი
ფეხზე კიდევ ნეკა თითი იმიტომ გვაქვს, რომ ხეებს კარგად მოვეჭიდოთ აცოცებისას.
6. ხორცს თუ არ შეჭამ, ცილას ვერ მიიღებ
ფოტო: giphy
სამყაროში არსებობს ისპანახი, სოიო და ნუში.
7. უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდე, არც მაშინ შეჭამ ხორცს?
ფოტო: Giphy
ვფიქრობ, უკაცრიელ კუნძულზე უკაცრიელი ცხოველების მონადირება ძალიან გამიჭირდება და კენკრას, სოკოსა და თხილეულს დავჯერდები, სანამ რამე ფორმით შევატყობინებ სამყაროს, რომ ვარსებობ და ცივილიზაციაში დამაბრუნონ.
8. ამ ჩახოხბილიდან ხოხობს ამოვიღებ და გასინჯე
ფოტო: Giphy
სამწუხაროდ, ამ შემოთავაზებაზე უარია
9. რაც ღმერთმა მოგვცა, ყველაფერი უნდა ვჭამოთ
მათ შორის, მთის ქანები, მფრინავი მელიები და გიგანტური ობობებიც.
10. შენ რომ არ შეჭამ, გგონია, რამე შეიცვლება?
ფოტო: Giphy
თითოეული ვეგეტარიანელი წელიწადში 100 ცხოველს "იცავს სიკვდილისგან". თეორიულად, თუ მეტი ადამიანი გახდება ვეგეტარიანელი, ხორცზე მოთხოვნა დაიკლებს და შესაბამისად, კი, რაღაც შეიცვლება.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა

კომენტარები