8 რჩევა თქვენი ფეხისთვის სწორი ფეხსაცმლის შესარჩევად
ჩვენს ტერფზე მორგებული ფეხსაცმლის საყიდლად მხოლოდ მისი ზომის ცოდნა საკმარისი არაა. მეტიც — მის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული თქვენი ფეხის ჯანმრთელობა.
პირველ რიგში, გადაავლეთ თვალი თქვენი ფეხსაცმლის კოლექციას. ამოარჩიეთ ის ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე არაკომფორტულია ან ფეხს გტკენთ და ეცადეთ ის პრობლემა იპოვოთ, რომელიც ახალი ფეხსაცმლის შეძენისას გაითვალისწინებთ.
თუმცა როგორ უნდა ვიპოვოთ "ის ერთადერთი", რომელიც კარგადაც მოგვერგება, ჩვენს გემოვნებაშიც ჩაჯდება და თავის მოვალეობასაც შეასრულებს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჰარვარდის სამედიცინო სკოლა რვა რჩევას გვიზიარებს.
- ფეხსაცმლის შესაძენად საღამომდე მოიცადეთ, რადგან დღის განმავლობაში ფეხი მოძრაობისას ან სიცხეში ყოფნისას ბუნებრივად ფართოვდება. ასე უფრო დიდი სიზუსტით შეარჩევთ ყოველდღიურ და კომფორტულ ნივთს;
- საყიდლებზე წასვლამდე ის წინდა ჩაიცვით, რომელსაც წინასწარ განიხილავთ ახალი ფეხსაცმლისთვის;
- თუ თქვენთვის ფეხსაცმლის შეძენას სხვა ადამიანს ანდობთ, ამ გარემოების გათვალისწინება განსაკუთრებით დაგეხმარებათ: გაზომეთ თქვენი ორივე ტერფი, სიგრძესა და სიგანეში. თუ რომელიმე წინაზე ფართო ან გრძელია, იმ ზომის ფეხსაცმელი დააბარეთ, რომელიც შედარებით დიდი ზომის ფეხზე მოგერგებათ;
- როდესაც ფეხსაცმელს ყიდვამდე მოისინჯავთ, ფეხზე წამოდექით. დარწმუნდით, რომ ფეხის ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცლის წვერს შორის ნახევარი ან ერთი სანტიმეტრის სიგრძის სივრცე მაინც არის დარჩენილი;
- გაიარეთ და დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს თქვენ და თქვენი ტერფები. არის ის კომფორტული და სეზონის შესაბამისად თბილი/გრილი? მყარად დგახართ ქუსლებზე, თუ წონასწორობის შეკავება გიჭირთ? ასევე აუცილებელია, რომ ტერფის ძირზე რბილი ქსოვილი თავისუფლებას გრძნობდეს. ფეხსაცმელს ნუ მოსთხოვთ, რომ "ხმარებისას გაიწიოს" და ნურც იმას იფიქრებთ, რომ მის მოსარგებად მოძრაობისას ცხვირთან მისი ძალდატანებით გადაკეცვა აუცილებელია;
- შეძენისას ყველაზე მეტად თქვენს კომფორტზე იფიქრეთ და არა ფეხსაცმელზე მითითებულ ზომასა და აღწერაზე. სხვადასხვა მწარმოებლების მიერ მითითებული ზომები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს რეკლამა, მთავარი შემფასებელი თქვენ და თქვენი ფეხები ხართ;
- შეამოწმეთ ფეხსაცმლის შიგნით არსებული მატერია და დარწმუნდით, რომ ქსოვილი ან შიგნით არსებული მარკა თქვენს ფეხს არ გააღიზიანებს;
- გადმოაბრუნეთ ფეხსაცმელი და კარგად შეისწავლეთ მისი ძირი. არის ის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ბასრი საგნებისგან დაგიცვათ? არის ის საკმარისად მოქნილი, რბილი და მსუბუქი? ძირი ფეხსაცმლის მოზომვის შემდეგაც შეამოწმეთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენი შიშველი ფეხის ტერფს ქაღალდზე კონტურს შემოავლებთ, თქვენი ყველაზე კომფორტული ფეხსაცმლის ზომა მას იდეალურად დაემთხვევა.
ფეხსაცმლის არასწორად შერჩევა დისკომფორტთან ერთად ისეთ დაავადებებსაც იწვევს, როგორიცაა მაგალითად პოდაგრა. მასზე სამკურნალოდ რჩევებს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში მოისმენთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები