რა ინფორმაციას ატარებს თქვენი ღრიალი?
ფოტო: The Warner Bros.
ცხოველები (ზღვის ლომები, ირმები, ძაღლები) სხვადასხვა ტიპის ვოკალიზაციებს იმისთვის იყენებენ, რომ კონკურენტის ფიზიკური ძალა და ზომა განსაზღვრონ, ახლა კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მიზნებისთვის არავერბალური ვოკალიზაციის გამოყენება ადამიანებსაც შეუძლიათ.
ეს კვლევა პირველია, რომელმაც აჩვენა, რომ მხოლოდ ვოკალიზაციის მოსმენით, ადამიანები საკმაოდ დიდი სიზუსტით ვარაუდობენ, სხვა ადამიანი მათზე ძლიერია თუ სუსტი, მაღალი თუ დაბალი.
"წინა კვლევები აჩვენებდა, რომ ადამიანებს გაგონილი ხმის მიხედვით, ფიზიკური სიძლიერის და სიმაღლის განსაზღვრა შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ დაბალი სიზუსტით", - ამბობს ჯორდან რეინი, სუსექსის უნივერსიტეტის ვოკალური კომუნიკაციის ლაბორატორიიდან, -"თუმცა, არასდროს არავის გამოუკვლევია, რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ხმით განსაზღვრონ, ვინმე მათზე ძლიერია, თუ სუსტი - შედარებითი ვარაუდი ჩვენი წინაპრების გადარჩენისთვის უფრო გამოსადეგი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ზომის ან სიძლიერის გამოცნობა".
მეცნიერებმა ჯერ ქალებისა და კაცების ძალა და სიმაღლე გაზომეს, შემდეგ კი მათი აგრესიული ლაპარაკი და ღრიალი მიკროფონით ჩაიწერეს.
ამის შემდეგ, მკვლევარებმა მსმენელების ჯგუფის წევრების იგივე მახასიათებლები (სიძლიერე, სიმაღლე) გაზომეს და მათ სთხოვეს, ჩანაწერების მოსმენისას შეეფასებინათ, ვინ იყო მათზე ფიზიკურად ძლიერი და ვინ - სუსტი, ვინ - მაღალი და ვინ - დაბალი. როდესაც მამრობითი სქესის მსმენელები ღრიალის ჩანაწერებს აფასებდნენ, ისინი ყოველთვის ზუსტად არჩევდნენ, რომელი ღრიალის ავტორი იყო მათზე ფიზიკურად უფრო ძლიერი.
ასევე საინტერესოა, რომ მსმენელები რომელიმე ადამიანის ღრიალს უფრო ძლიერ ფიზიკურ მახასიათებლებს მიაწერდნენ, ვიდრე ამავე ადამიანის აგრესიულ ლაპარაკს. ამიტომ, მკვლევარები ამბობენ, რომ ღრიალი და მსგავსი ტიპის ვოკალიზაციები საკუთარი ძალის გაზვიადებას ემსახურება.
მეცნიერებმა ასევე შეამჩნიეს, რომ ქალები მამაკაცების ძალას გადაჭარბებულად აღიქვამენ - როდესაც მდედრები, თავისივე მსგავსი ან უფრო სუსტი ფიზიკური სიძლიერის მამრს უსმენდნენ, ის მაინც მათზე ძლიერი ეგონათ. ეს მიგნება თანხვედრაშია სხვა კვლევებში შემჩნეულ ზოგად ტენდენციასთან, რომ ქალები თავიანთ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ, ხოლო კაცები კი პირიქით, თავიანთ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აღიქვამენ.
"როდესაც სხვა ცხოველები ვოკალიზაციებს გამოსცემენ, ისინი ამას მიზნობრივად აკეთებენ - გასცემენ ინფორმაციას საკუთარ შინაგან და გარეგან მდგომარეობაზე. ეს ინფორმაცია ხშირად რეალობას შეესაბამება, თუმცა ასევე, ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას საკუთარი ძალის გასაზვიადებლად. ადამიანები უნიკალურები არიან თავიანთი უნარით, მეტყველებით გამოხატონ რთული იდეები და ემოციები, მიუხედავად ამისა ჩვენ კვლავ შეგვიძლია, ერთმანეთს ინფორმაცია არავერბალური კომუნიკაციითაც გადავცეთ", - ამბობს ჯორდან რეინი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები